• რეკლამა
  • კონტაქტი
19:08, ხუთშაბათი, 15 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სწრაფად უნდა შევიმუშაოთ სანქციები, რომლებიც მიმართული იქნება იმ ადამიანებისკენ, რომლებიც საქართველოს კურსის შეცვლას ცდილობენ – ვიოლა ფონ კრამონი

ალია ავტორი - ალია
14:16 04-23-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
188

სტრასბურგში, პარტია “ახალის” თანადამფუძნებელის ნიკა გვარამიასა და ევროპარლამენტარების ერთობლივ ბრიფინგზე ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა:

„დღეს ჩვენ უნდა ვიფიქროთ, თუ რა შეიძლება იყოს ჩვენი წვლილი იმისთვის, რომ საქართველომ არ მიატოვოს ეს ევროპული გზა. უნდა ვაღიარო, რომ მე მაშინაც ვიყავი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მომხრე, როდესაც ამ პარლამენტშიც და ევროპული ინსტიტუტებშიც ბევრი იყო ამის მოწინააღმდეგე. მე დღესაც ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ ქართველი ხალხის უმეტესობა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ამას იმსახურებენ. მაგრამ, პრობლემა ის არის, რომ ქართულმა ოცნებამ ეს კანდიდატის სტატუსი ბოროტად გამოიყენა საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის და ახლა რთულია ამ სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა, როდესაც უკვე ყოფილი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს, რომ შესაძლოა საქართველო არც არის მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ამიტომ, ახლა ჩვენ უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებზე, რადგან როგორც ნიკამ სწორად აღნიშნა, ეს უცხოური აგენტების კანონი პირველ რიგში სამიზნეში ირებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც არჩევნებზე დაკვირვებას მოითხოვენ და აკრიტიკებენ დარღვევებს. რა თქმა უნდა, ამ არასამთავრობოების მიმართ საინფორმაციო კამპანია ადრეც მიმდინარებდა, მაგრამ ახლა ეს უკვე სამართლებრივი დევნის ეტაპზე გადადის.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტი ის არის, რომ საქართველოს პარლამენტში კიდევ ერთი კანონი მიიღეს ოფშორების შესახებ, რომელიც ბიძინა ივანიშვილს სჭირდება იმისთვის, რომ სანქციების შემთხვევაში თავისი აქტივები საქართველოში გადაიტანოს. ამიტომ, ჩვენ სწრაფად უნდა შევიმუშაოთ სანქციები, რომლებიც მიმართული იქნება იმ ადამიანებისკენ, რომლებიც საქართველოს კურსის შეცვლას ცდილობენ.

გარდა ამისა, ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ქართულმა ოცნებამ მოგვატყუოს, იმიტომ რომ, როგორც გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ პრემიერი ირაკლი კობახიძე იყო ბერლინში და მან ვერ მოითმინა კრიტიკა კანცლერ შოლცისგან, რის შემდეგაც ყველაფერი ცუდ თარჯიმანს დააბრალა”

თეგები: ვიოლა ფონ კრამონი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025

ბიზნესი

როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება
ახალი ამბები

როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება

17:21 05-15-2025
თიბისი ლიზინგმა EBRD-ისგან 11 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
ახალი ამბები

თიბისი ლიზინგმა EBRD-ისგან 11 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

15:42 05-15-2025
თიბისი აგრობიზნესისთვის – „ჭარებულას“ ვაშლის ბაღები ქართლში
ახალი ამბები

თიბისი აგრობიზნესისთვის – „ჭარებულას“ ვაშლის ბაღები ქართლში

14:26 05-15-2025
როგორ უნდა შეამოწმო დივნის ხარისხი? – წესები, რომლებიც ავეჯის შეძენაში დაგეხმარება
ახალი ამბები

როგორ უნდა შეამოწმო დივნის ხარისხი? – წესები, რომლებიც ავეჯის შეძენაში დაგეხმარება

07:00 05-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved