• რეკლამა
  • კონტაქტი
01:21, ოთხშაბათი, 8 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სწრაფად შემოიტანონ განცხადებები და მალე დაიმთავროს თავი “ენმ”-მა – კობახიძე

ალია ავტორი - ალია
19:45 12-11-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა:

„ამ საკითხს განიხილავს საქართველოს პარლამენტი, ალბათ უახლოეს დღეებში დაინიცირდება შესაბამისი კანონპროექტი და ალბათ ეს კანონპროექტი იქნება უკვე დეკემბრის დღის წესრიგში. გამომდინარე იქედან, რომ უკვე ირთვება ის პროცედურები, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო დაფინანსების გაცემას, მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონპროექტი უკვე დეკემბერში იყოს მიღებული.

ჩვენ ვთქვით, როდესაც შემოვა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, კონკრეტული დეპუტატების მხრიდან განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, ეს განცხადებები დაკმაყოფილდება და ასევე, მოვუწოდებ მათ, ნუ გაახანგრძლივებენ უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადების შემოტანას, დროზე შემოიტანონ ეს განცხადება „ნაციონალებმა“ საქართველოს პარლამენტში. ნუ თამაშობენ, დროზე შემოიტანონ.

პარტიის გაუქმებაზე ხომ არ იყო საუბარი, საუბარი იყო საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებაზე, ეს არის ორი სხვადასხვა რამ. პარტიის გაუქმება შეუძლია მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს, აქ საუბარი იყო საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებაზე იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს საარჩევნო ცენზებს, არის როგორც პარტიის ლიდერი ჩართული საარჩევნო აგიტაციაში. თუ ვნახავთ იგივე სურათს, მაგალითად მომდევნო თვითმმართველობის არჩევნებზე, ან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რაც ვიხილეთ 2020 წელს, მაგალითად სააკაშვილი იყო დასახელებული, როგორც პრემიერობის კანდიდატი, ის საარჩევნო კლიპებს ახმოვანებდა და ა.შ, ასეთ შემთხვევაში გაუქმდება იმ არჩევნებისთვის პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია. ეს არის არა კანონდარღვევა, არამედ კონსტიტუციის დარღვევა, უბრალოდ საარჩევნო კოდექსი არ შეიცავს ამ დარღვევის წინააღმდეგ რეაგირების მექანიზმს. ერთადერთი მექანიზმი არის 2 000-ლარიანი ჯარიმა. როდესაც საუბარია კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე, ბუნებრივია არ შეიძლება, სანქცია იყოს მხოლოდ 2 000 ლარი, როდესაც ლიდერის სახით მონაწილეობს საარჩევნო კამპანიაში არამოქალაქე და ისეთი პირი, რომელსაც აქვს შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა. ეს უნდა იყოს სანქცირებული უფრო მეტად, ვიდრე არის 2 000 ლარიანი ჯარიმა.

თვითონ იმთავრებს სააკაშვილი თავს, ამიტომ გვინდა, ვაჩქარებთ და გვინდა, რაც შეიძლება სწრაფად შემოიტანონ განცხადებები, რათა რაც შეიძლება მალე დაიმთავროს თავი „ნაციონალურმა მოძრაობამ“

თეგები: ირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026

ბიზნესი

სილქნეტი
ახალი ამბები

სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

17:23 07-07-2026
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის

16:11 07-07-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა

20:32 07-06-2026
სელფი
ახალი ამბები

“სელფის” ქსელი კიდევ 27 სადგურით გაიზარდა

18:50 07-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved