• რეკლამა
  • კონტაქტი
10:19, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სწორედ ამ მუხლით ხელმძღვანელობენ პარტიები, რომლებმაც უკვე თქვეს უარი არჩეულ წევრებად რეგისტრაციაზე” – სანდრო ბარამიძე

ალია ავტორი - ალია
14:09 11-13-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
342
იურისტი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, სანდრო ბარამიძე:
“საარჩევნო კანონმდებლობა ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს”-ო გვარწმუნებს ცესკო და უთითებს საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლზე. “ქართული ოცნების” ნებისმიერი ბრძანების ბრმად შემსრულებელი ორგანოსგან კანონის სხვაგვარ განმარტებას არც შეიძლება ველოდეთ. არც მასთან კამათს აქვს რაიმე აზრი.
მაგრამ საქართველოს ამომრჩევლებისა და ქართული საზოგადოების ინფორმირებისთვის ვიტყვი, რომ 120-ე მუხლი ამ შემთხვევაში საერთოდ არაფერ შუაშია. სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაცია გააუქმეო ამ წუთში ამას არ ეუბნებიან ცესკოს.
საარჩევნო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად: “არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში ცესკო რეგისტრაციაში ატარებს არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრებს და აძლევს მათ დროებით მოწმობას საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ.”
რამდენადაც მესმის, სწორედ ამ მუხლით ხელმძღვანელობენ ის პარტიები, რომელთა წევრებმაც დღეს უკვე თქვეს უარი არჩეულ წევრებად რეგისტრაციაზე.
სხვა სიტყვებით, ცესკოს ეხლავე ეუბნებიან, მასობრივად გაყალბებული არჩევნების “საბოლოო შედეგებს” რომ გამოაცხადებ, აი იქიდან 2 დღის ვადაში “A”-ს, “B”-ს, “C”-ს და სხვებს, ვინც ცესკოს შესაბამისი წერილობითი განცხადებით მოგმართავთ, პარლამენტის არჩეულ წევრებად (არა კანდიდატებად, არამედ არჩეულ წევრებად) რეგისტრაციაში ნუ გაგვატარებ და ნურც “დროებით მოწმობას’ მოგვცემ, რადგან არ გვინდა გაყალბებული არჩევნების შედეგად ფორმირებული ე.წ. პარლამენტის წევრები ვიყოთო.
ცხადია, ვიცი, რომ ცესკო მაინც გაატარებს ამ ხალხს რეგისტრაციაში პარლამენტის არჩეულ წევრებად. მაგრამ ეს კიდევ ერთი ძალადობის აქტი იქნება, როგორც კონსტიტუციასა და კანონზე, ისე ადამიანის თავისუფალ ნებაზე.
მეტსაც გეტყვით, როცა უკანონო პარლამენტი უკანონოდ შეიკრიბება (ამის თაობაზე რამდენიმე დღით ადრე ვწერდი) და დღის წესრიგში მისი ე.წ. წევრების უფლებამოსილების ცნობის საკითხი დადგება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხალხი, დიდი ალბათობით, პარლამენტსაც მიმართავს განცხადებით, რომ არ ცნოს მათი უფლებამოსილება, პარლამენტის მიერ მათი უფლებამოსილების მაინც ცნობა ასევე იქნება ძალადობა კონსტიტუციაზე, კანონზე და ამ ხალხის თავისუფალ ნებაზე.
ეს არის ჩემი, როგორც იურისტის მოსაზრება წმინდა იურიდიულ საკითხზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved