• რეკლამა
  • კონტაქტი
22:25, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სტრატეგია აღმაშენებელს” თბილისის მერია აბსურდული მუხლით ედავება და 55 ათასი ლარის გადახდას ითხოვს, ჩვენ სამართლებრივ ბრძოლას განვაგრძობთ და პარტიის ინტერესების დაცვის მიზნით სხვა ისტანციას მივმართავთ – თეონა აქუბარდია

ალია ავტორი - ალია
14:46 09-09-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

„სტრატეგია აღმაშენებლის“ სპიკერი თეონა აქუბარდია უკანონოს უწოდებს თბილისის მუნიციპალური სამსახურის მიერ გამოწერილ 55 ათასი ლარის ჯარიმას და მიაჩნია, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ, ოპოზიციური პარტიების შევიწროებას განაგრძობს. მისივე განცხადებით, თუ თბილისის მერია დღეს არ დააკმაყოფილებს პოლიტიკური პარტიის საჩივარს აღნიშნულ უკანონო ქმედებასთან დაკავშირებით, პარტიის ინტერესების დაცვის მიზნით, სხვა ისატანციას მიმართავს.

„საჩივრით მივმართეთ მერიას და მოვითხოვეთ ამ უკანონობის აღკვეთა, კერძოდ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მუნიციპალუმა სამსახურმა უკანონოდ, 55 000 ლარით დააჯარიმა, მიზეზად კი, სრულიად აბსურდული მუხლი დასახელდა. თითქოს ჩვენ, საარჩევნო პერიოდში კანონის დარღვევებით ვაწარმოებდით საარჩევნო კამპანიას. ანალოგიური პრაქტიკა დღემდე არ ყოფილა, არცერთ საარჩევნო პერიოდში. გვედავებიან, თითქოს უკანონო ინსტალაციებით გვქონდა ტენტები, მაშინ როცა თბილისის მერია ჩვენი მხრიდან ინფორმირებული იყო და მას წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია მიწოდებული „სტრატეგია აღმაშენებლის“ მხრიდან, რომ ვგეგმავდით აღნიშნული ტიპის საარჩევნო კამპანიის წარმოებას. ნაცვლად იმისა, რომ მერიას ეპასუხა და შესაბამის სამსახურთან გადაეგზავნა ჩვენი მიმართვა, მათ პარტიას გამოუწერეს 55 000 ლარიანი ჯარიმა. რა თქმა უნდა ჩვენ გავასაჩივრეთ აღნიშნული ჯარიმა მერიაში.

დღეს მიმდინარეობს განხილვა და ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ინფორმაცია უკვე მივაწოდეთ, როგორც ეუთო ოდირის სადამკვირვებლო კომისიას, ასევე ყველა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას. ის მუხლი, რასაც ჩვენ გვედავება მერია სრულიად გაუგონარია, თითქოს ეს არის უკანონო ინსტალაცია ისევე, როგორც კონდინციონერების დაყენება ფასადის დამახინჯების მიზნით. ანალოგიური მუხლით დაჯარიმება უბრალოდ სასაცილოა. ასევე ბუნდოვანია მათი პასუხი, რომ ჩვენ თურმე აუქციონზე უნდა შეგვეძინა ადგილი, რაც გულისხმობს, მეტროსთან ხელმოწერების შეგროვებას. რა თქმა უნდა აუქციონზე ამას ვერ შევძლებდით, ეს კიდევ ერთი ბიუროკრატიული მიზეზია, იმისთვის რომ მოხდეს ხელის შეშლა პარტიის საქმიანობაში წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში. ეს მიუთითებს ჯარიმის უკანონონობაზე და ჩვენ ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას იმისთვის, რომ დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე და დღევანდელი განხილვის შედეგად, იმ შემთხვევაში თუ არ იქნება ჩვენი საჩივარი დაკმაყოფილებული ჩვენ მივმართავთ სასამართლოს და ყველა კანონიერი გზით დავიცავთ ჩვენს ინტერესებს,“ – აცხადებს თეონა აქუბარდია

თეგები: გიორგი ვაშაძეთეონა აქუბარდიასტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved