• რეკლამა
  • კონტაქტი
12:58, კვირა, 1 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სტრასბურგმა პარლამენტის პიკეტირების საქმეზე 1 აქტივისტზე დარღვევა დაადგინა, 2-ზე არა

ალია ავტორი - ალია
18:14 09-22-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,500

ადამიანთა უფლებების ევროპულმა სასამართლომ საქმეზე “მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. 

საქმე ეხება 2019 წლის 17 ნოემბერს საქართველოს პარლამენტთან ჩატარებულ დემონსტრაციას, სადაც მონაწილეები აპროტესტებდნენ ქართული ოცნების საპარლამენტო გუნდის გადაწყვეტილებას, მხარი არ დაუჭიროს პროპორციული საარჩევნო სისტემის მიღებას. 18 ნოემბერს, დილის საათებში აქციის ორგანიზატორებმა, მათ შორის, ოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა აქციის მონაწილეებს მოუწოდეს პარლამენტის მუშაობისთვის ხელის შეშლისკენ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდებოდა.

შესაბამისად, პარლამენტის წევრებს, რომლებიც შენობაში შესვლას ცდილობდნენ, დემონსტრანტები, ყველა შესასვლელის ბლოკირებით, არ აძლევდნენ შიგნით შესვლის საშუალებას. ამის შემდეგ, 17:00 საათიდან პოლიციამ წყლის ჭავლების მეშვეობით დაიწყო შენობის შესასვლელების გათავისუფლება. ჯამში, პოლიციამ 37 დემონსტრანტი დააკავა, მათ შორის, იყვნენ გიგა მაქარაშვილი, ირაკლი კაჭარავა და ზუკა ბერძენიშვილი.

სასამართლომ მაქარაშვილი, კაჭარავა და ბერძენიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში დამნაშავედ ცნო და 4-დან 12 დღემდე თავისუფლებს აღკვეთა მიუსაჯა.

მაქარაშვილი, კაჭარავა და ბერძენიშვილი სახელმწიფოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 (საქმის საამრთლიანი განხილვის უფლება) და მე-11 მუხლის (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) დარღვევაში ადანაშაულებდნენ.

ადამიანთა უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 1 სექტემბერს გამოქვეყნებული გადაწყვეტილების მიხედვით, გიგა მაქარაშვილისა და ზუკა ბერძენიშვილის წინააღმდეგ არ დადგინდა არც საქმის სამართლიანი განხილვის უფლებისა და არც შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დარღვევა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ სასურველი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად პარლამენტის ბლოკირებით, 2019 წლის 18 ნოემბრის დემონსტრაცია საზოგადოებრივ ცხოვრებაში არეულობის შეტანისკენ იყო მიმართული, არსებული წესებისა და რეგულაციების გამიზნულად დარღვევით.

რაც შეეხება ირაკლი კაჭარავას, სასამართლოს გადაწყვეტილებით, არსებული მასალა ვერ ადასტურებს, რომ ის დემონსტრაციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, ან რომ პირადად მან მიიღო მონაწილეობა პარლამენტის შესასვლელის ბლოკირებაში. ნაცვლად ამისა, მისი დაკავება მოხდა პარლამენტის შესასვლელის გახსნიდან 2 საათის შემდეგ. შესაბამისად, სასამართლოს მიხედვით, საქართველოს მთავრობას ევალება კაჭარავასთვის არამატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით 1 600 ევროს გადახდა.

ტაბულა.

თეგები: პარლამენტის პიკეტირების საქმესტრასბურგი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved