• რეკლამა
  • კონტაქტი
17:47, კვირა, 23 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა ის, რასაც ყოველთვის ვამბობდით“ – ნათია მეზვრიშვილი

ალია ავტორი - ალია
16:29 05-07-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
269

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი მიმართვას ავრცელებს:

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა ის, რასაც ყოველთვის ვამბობდით – 20 ივნისის აქცია დაიწყო მშვდობიანად და გახდა ძალადობრივი – ადგილი ჰქონდა პარლამენტზე ცალკეული პოლიტიკოსების მიერ ორგანიზებულ ძალადობრივ შტურმს და პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობას, პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა იყო ლეგიტიმური, მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში ჰქონდა ადგილი უფლებამოსილების გადამეტებას, რასაც შედეგად მომიტინგეების ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა. სასამართლომ დაადასტურა, რომ 300-დამ 1000-მდე ცდილობდა პოლიციის კორდონის გარღვევას და პარლამენტში შეჭრას, რასაც მშვიდობიანი მომიტინგეების უკან მდგომი ნაწილი ვერ ხედავდა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს არის სტრასბურგის სასამართლოს მეორე გადაწყვეტილება, რომელმაც აბსოლუტურად ობიექტურად შეაფასა 20 ივნისის მოვლენები და არ დატოვა სივრცე პოლიტიკური სპეკულაციისთვის.

მოვუწოდებთ ყველას, გადაწყვეტილება გააშუქონ ობიექტურად და არა ტენდენციურად!

სასამართლომ დაადგინა, რომ რეზინის ტყვიების გამოყენება მოხდა ცალკეულ შემთხვევებში ინდივიდაულურად და არა უშუალოდ მინისტრის ბრძანებით. რაც, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ზოგადად რეზინის ტყვიების გამოყენება უკანონო იყო და ყველა შემთხვევაში გადამეტებით მოხდა. სასამართლო ამ ნაწილში დაეყრდნო როგორც გამოძიების მასალებს, ისე სახალხო დამცველის დასკვნას.

სასამართლოს არ დაუდგენია რომ სახეზე იყო წამების, არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობა.

სასამართლოს არ დაუდგენია რომ სახეზე იყო გამოხატვის თავისუფლების ან შეკრების უფლების დარღვეა.

სასამართლომ მხოლოდ ის თქვა, რომ ადგილი ჰქონდა პროცედურულ დარღვევას გამოძიების ეფექტიანობის ნაწილში, იქაც ყურადღება გაამახვილა გამოძიების გაჭიანურებაზე და საგამოძიებო ორგანოებს გამოძიების დროულად დასრულებისკენ მოუწოდა.

ვუერთდებით სასამართლოს ამ მოწოდებას ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ვიყავით ამნისტიის წინააღმდეგი – დროა, ნათელი მოეფინოს რა ეტაპზეა გამოძიება.

ვაფრთხილებთ ყველა პოლიტიკურ, მედია თუ სხვა აქტორს – გადაწყვეტილების ტენდენციურ განმარტებაზე აუცილებლად გვექნება რეაგირება ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით.

აქვე, მოვუწოდებთ ოცნებას, სტრასბურგის გადაწყვეტილება ეხება ძალადობრივი დემონსტრაციის აღკვეთას, როგორიც იყო შტურმი პარლამენტზე. ეს გადაწყვეტილება ოცნებას ვერ მიანიჭებს მშვიდობიანი აქციის ძალადობით დაშლის ლეგიტიმაციას, რასაც მისი მხრიდან უკვე არაერთხელ ჰქონდა ადგილი”.

შეგახსენებთ, 20 ივნისის (გავრილოვის ღამე) საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ 20 ივნისს დაზარალებულებისთვის სახელმწიფოს 153 ათას 600 ევროს გადახდა დააკისრა.

ფოტო – „პუბლიკა“

თეგები: გავრილოვის ღამეგახარიას გუნდინათია მეზვრიშვილისაიასტრასბურგი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved