• რეკლამა
  • კონტაქტი
20:18, შაბათი, 18 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სტრასბურგის გადაწყვეტილების მიუხედავად, სასამართლომ აფგან სადიგოვი კვლავ უკანონო პატიმრობაში დატოვა – SJC

ალია ავტორი - ალია
14:01 03-20-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,077

თბილისის საქალაქო სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის გათავისუფლების შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო – ამის შესახებ ინფორმაციას “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” ავრცელებს.

SJC წერს, რომ აფგან სადიგოვის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების შემდეგაც საქართველოს საერთო სასამართლოებმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი უკანონოდ საექსტრადიციო პატიმრობაში დატოვეს.

სასამართლოებმა გადაწყვეტილება ზეპირი განხილვის გარეშე მიიღეს და სოციალური სამართლიანობის ცენტრის სარჩელები აფგან საიდიგოვის საექსტრადიციო პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ დასაშვებადაც კი არ ცნეს. საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებები აშკარად დაუსაბუთებელი და უკანონოა.

სამწუხაროდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ზეპირი განხილვის გარეშე შუამდგომლობა დაუშვებლად სცნო და აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა. სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ 17 მარტს, სადაც აღნიშნა, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება არ წარმოადგენს ახალ გარემოებას, რომელიც შეიძლება გავლენა მოახდინოს აღკვეთის ღონისძიებაზე.

რაც შეეხება აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობას, შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ მან დაიწყო საკვების მიღება, და მისი მდგომარეობა უმჯობესდება.

მნიშვნელოვანია, რომ #18 სამედიცინო დაწესებულებამ გააგრძელოს ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის რეგულარული და სრულყოფილი შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებს”, – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი თბილისში, 3 აგვისტოს დააკავეს. შსს-ში ამბობენ, რომ სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი კი დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში

18:12 10-17-2025
თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო

16:25 10-17-2025
თიბისი x ილია თოფურია –  თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა

12:14 10-17-2025
თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები

17:56 10-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved