• რეკლამა
  • კონტაქტი
18:03, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სტომატოლოგები ქვეყნის “მთავარი სტომატოლოგის” წინააღმდეგ – რას ედავებიან მინისტრს?

ალია ავტორი - ალია
00:31 05-07-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
69

ახალი პროტესტი ჯანდაცვის მინისტრის წინააღმდეგ – სტომატოლოგები ეკატერინე ტიკარაძის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ. ტიკარაძის გადაწყვეტილების თანახმად, ეპიდემიის გამო,  სტომატოლოგიური კლინიკები საქმიანობის გაგრძელებას მხოლოდ უსაფრთხოების განსაკუთრებული ნორმების დაცვის შემთხვევაში შეძლებენ. 

მედიკოსების განმარტებით, მსგავსი მკაცრი მოთხოვნების დაცვას კლინიკები ვერ შეძლებენ, ვინაიდან ქვეყანაში სპეციალური აღჭურვილობის მარაგი არ არსებობს. აქედან გამომდინარე, კლინიკის მენეჯერები მომსახურების გაძვირებას არ გამორიცხავენ.

ახალი ალგორითმის მიხედვით, პირველ ეტაპზე, ექიმებმა გადაუდებელი და მწვავე პაციენტები უნდა მიიღონ; მეორე ალგორითმის მიხედვით, გადაუდებელი პაციენტები კოვიდ 19-ზე უნდა შემოწმდნენ; მესამე ალგორითმი კი ქირურგიული ჩარევის შედეგად არსებულ რისკებს შეაფასებს. მომსახურების ფასი განისაზღვრება იმის მიხედვით, რა ტიპის სამედიცინო აღჭურვილობას გამოიყენებს ექიმი. სტომატოლოგები არ გამორიცხავენ, რომ მომსახურების ფასის ზრდამ პაციენტების შემცირება გამოიწვიოს. 

22 მაისამდე სტომატოლოგიური კლინიკები პაციენტებს მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მიიღებენ. თბილისში საგანგებო რეჟიმში სულ 17 კლინიკა მუშაობს, ქუთაისში – 6, ზუგდიდში – 2, ბათუმში კი 4. რუსთავში, სენაკში, წალენჯიხასა და კასპში კი თითო-თითო კლინიკა მუშაობს.

სტომატოლოგიური დაწესებულებების წარმომადგენლებმა არ იციან, როდემდე ეყოფათ არსებული მარაგები ან რამდენად გაძვირდება შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა. 

სიმბოლურია, რომ მინისტრი პროფესიით თავადაც სტომატოლოგია და შესაბამისად, ყველაზე კარგად უნდა ესმოდეს მათი პრობლემების.

წყარო – მთავარი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა

16:43 03-24-2026
თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო

13:29 03-24-2026
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა

12:22 03-24-2026
რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved