უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონიტორინგის სისტემები Starlink/Starshield-ის სიჩქარის აღდგენას აფიქსირებენ – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ევგენი ხმარამ განაცხადა.
მისი თქმით, Starlink-ი 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მუშაობს.
„თავდაცვის სამინისტროს მონიტორინგის სისტემები Starlink/Starshield-ის სიჩქარის აღდგენას აფიქსირებენ. 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე ფიქსირდება. კავშირი სტაბილურია“, – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
ევგენი ხმარას თქმით, სიჩქარის აღდგენა პირდაპირი დიალოგისა და უმაღლეს დონეზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პრინციპული პოზიციის წყალობით იქნა შესაძლებელი.











კომენტარები