სტამბოლში რუსულ მაფიასთან კავშირში მყოფი ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფი, მათ შორის საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.
ჩატარებული ოპერაციის შედეგად, თურქმა სამართალდამცველებმა სულ 16 ადამიანი დააკავეს, რომელთა შორის რუსეთის 1, უკრაინის 3, საქართველოს 4 და აზერბაიჯანის 8 მოქალაქეა.
ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 11 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და 200-ზე მეტი ტყვია.
 
			

 
                                 
                                

 
                                









კომენტარები