• რეკლამა
  • კონტაქტი
06:17, პარასკევი, 31 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ მზად ვართ ეკონომიკური, კრიმინოგენური და კორონა კოლაფსიდან ვიხსნათ ქვეყანა” – გიორგი ვაშაძე

ალია ავტორი - ალია
17:11 10-29-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

“სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა და მხარდაჭერებს სამომავლო გეგმებსა და არჩევნებში მონაწილეობის აუცილებლობაზე ისაუბრა. ვაშაძის განცხადებით, მისი მთავარი ამოცანა ქვეყნის აღმშენებლობა იქნება, სადაც საქართველოს თითეული მოქალაქე საკუთარ თავზე იგრძნოს, რომ ქვეყანა წინ მიიწევს და მათ  პერსპექტივა გააჩნიათ სწორედ ამ ქვეყანაში. პარტიის პრემიერობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილს აფრთხილებს არ გაბედოს არჩევნების გაყალბება და მას „ფულის მკეთებელთა გუნდს“  აუცილებლად გაისტუმრებს ოპოზიციაში, ხელისუფლებაში კი მოვა საქმის მკეთებელთა  გუნდი.


“ჩვენ ერთად დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი კამპანია – აღმშენებლობის, საქმის კეთებისა და საქმეზე ორიენტირებულობის კამპანია. ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც ნიჰილიზმს იყო მიცემული ვუთხარით, რომ საქართველოს  პერსპექტივა გააჩნია, ჩვენ გვჯერა ამ პერსპექტივის და ჩვენ ამ არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებთ. 31 ოქტომბერი, ეს არის გადამწყვეტი დღე და ყველას მინდა მოგიწოდოთ: თქვენი ერთი ხმა საქართველოს ბედს სწყვეტს, თქვენი ერთი ხმა არის ის მნიშვნელოვანი ხმა, რომლითაც თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ საქართველოს მომავალი არა მხოლოდ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, არამედ განსაზღვროთ შემდგომი ათწლეულები, თქვენზეა დამოკიდებული ჩვენ წავალთ წინ თუ წავალთ უკან, დავიწყებთ ახალი განვითარების ეტაპს თუ ჩავიძირებით ღრმა ჭაობში. ახლა თქვენს ხელშია ეს გადაწყვეტილება და მე დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გაიმარჯვებს აღმშენებლობის იდეა,” – განაცხადა გიორგ ვაშაძე და განსაკუთრებული მადლობა ისნელებს გადაუხადა, იმ თბილი შეხვედრების, დამოკიდებულებისა და მხარდაჭერის გამო, რომელსაც ბოლო რამდენიმე თვეა მის მიამრთ გამოხატავენ.„ჩვენ შევძელით, რომ ეს ნდობის ველი გაგვება ერთმანეთში და მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ სწორედ აი, ეს ნდობის ველი იქნება ის ფუნდამენტი, რაზეც ჩვენ ავაშენებთ ახალ, ძლიერ და ერთიან საქართველოს, სადაც ყველა ადამიანს ექნება თავისი ღირსეული ადგილი, თითოეული მოქალაქე თავს იგრძნობს ამაყად, როგორც საქართველოს შვილი. აღმშენებლობა, ეს არის იდეა, რომელსაც ჩვენ დაპირისპირების საპირწონედ გთავაზობთ, სწორედ ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რა გვინდა ქვეყანაში? გვინდა გავაგრძელოთ ეს დაპირისპირება, ურთიერთ გაუტანლობა, მუდმივი შუღლი თუ გვინდა, რომ საქმეზე, ქვეყნის განვითარებასა და აღმშენებლობაზე ვიყოთ კონცენტრირებულები. დიახ, ამიტომაც არის, რომ ყველა ოპოზიციური პარტია ერთად დგას,”- აღნიშნა ვაშაძემ ოპოზიციური პარტიების ერთად დგომის საქმეში შალვა ნათელაშვილის მნიშნელოვან როლზეც მიანიშნა.„ამ ერთობით მოვდივართ ჩვენ არჩევნებში. დიახ კოალიციური მმართველობით, დიახ ხალხზე მსახურებაში კონკურენციით მოვდივართ. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნოს, რომ ქვეყანა წინ მიდის, მათ აქვთ პერსპექტივა ამ ქვეყანაში, რომ რაც შეიძლება მეტი დასაქმებული ადმიანია, რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია შემოდის და რაც შეიძლება მეტი პრობლემა იქნება გადაწვეტილი. სამი დიდი კოლაფსური სიტუაცია, რაც ჩვენ გვაქვს: 1. ეკონომიკური კოლაფსი; 2. კრიმინოგენური კოლაფსი; 3. კორონა კოლაფსი;სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ მზად ვართ ამ კოლაფსიდან გამოვიყვანოთ სამივე მიმართულებით ქვეყანა, აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა და განვავითაროთ, დავამარცხოთ კრიმინალი ქვეყანაში და შევზღუდოთ კორონა ვირუსის განვითარება, რომ ადამიანები არ კვდებოდნენ დღეს ხელისუფლებაში მყოფი უპასუხისმგებლო ადამიანების გამო. დამერწმუნეთ და გულწრფელად გეუბნებით, რომ ერთადერთი მიზანი, რაც ჩვენ გვაქვს და გვამოძრავებს, არის შევცვალოთ ის უსამართლო სიტუაცია, რაც ქვეყანაშია, დავამარცხოთ უსამართლობა. უსამართლობაა, როცა ფულის მკეთებლები არიან ხელისუფლებაში, ხალხი კი ღარიბდება, უსმართლობაა, როცა ქვეყანას, რომელსაც ამხელა პოტენციალი აქვს, ეს ქვეყანა ვერ აღწევს ვერაფრით წარმატებას. ქართველი ხალხი არ იმსახურებს ასეთ სიღარიბეში ცხოვრებას, საქართველო არ იმსახურებს მძიმე ვითარებაში ყოფნას და იმ უსამართლობას არც ერთი საქართველოს მოქალაქე. სწორედ ამიტომ ერთად დგომით, ერთიანობით 31 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ. საერთო ოპოზიციურ გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა აქვს და თქვენთან ერთად მინდა აქედან გავაფრთხილო ივანიშვილი და მისი ფულის მკეთებელთა გუნდი, რაც არ უნდა შეეცადოთ იცოდეთ არ მოგცემთ არჩევნების გაყალბების უფლებას, ჩვენ დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების არჩევანს დ აუცილებლად გაგისტუმრებთ ოპოციაში და აუცილებლად მოვა საქმის მკეთებელთა გუნდი ხელისუფლებაში. „სტრატეგია აღმაშენებელი“ რომელიც ჩვენ დავაფუძნეთ ქალბატონ თაკო ჩარკვიანთან ერთად, სწორედ ეს იდეა იყო თავიდანვე, აღმშენებლობა, საქმის კეთება, წინსვლა და პერსპექტივა. დამერწმუნეთ საქართველოს დიდი მომავალი აქვს და ეს მომავალი 31 ოქტომბერს თქვენს ხელშია და არა ივანიშვილის“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

თეგები: გიორგი ვაშაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი
ახალი ამბები

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი

15:40 07-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, “ევროპის უნივერსიტეტმა” სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ევროპის უნივერსიტეტმა” სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა

14:09 07-30-2026
“პაციენტი კი არ უნდა მოერგოს აპარატურას, არამედ, პირიქით, აპარატურა – პაციენტს” – ოფთალმოლოგი ნინო ტყემალაძე
ახალი ამბები

“პაციენტი კი არ უნდა მოერგოს აპარატურას, არამედ, პირიქით, აპარატურა – პაციენტს” – ოფთალმოლოგი ნინო ტყემალაძე

13:12 07-30-2026
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს

12:31 07-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved