დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, სრულად აცრილად ის პირი ჩაითვალოს ვისაც “ბუსტერ” დოზა ექნება გაკეთებული.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში მესამე დოზით 54 ათასი ადამიანია აცრილი.
“ომიკრონის“ გავრცელების პრევენციისთვის ბუსტერიზაცია ერთ-ერთ მთავარ დამცველობით მექანიზმად ითვლება. ამიტომ ჩვენი წინადადებაა, რასაც განიხილავს იმუნიზაციის საბჭო, რომ იანვრიდან სრულად აცრილად ჩაითვალოს არა ორჯერ აცრილი, არამედ ვთქვათ, ბუსტერიზებული ადამიანი. ეს რა თქმა უნდა, სწრაფად ვერ მოხდება,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კომენტარები