• რეკლამა
  • კონტაქტი
07:57, ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ უსაფრთხოების სამსახურს, მის ხელმძღვანელობას და პირად შემადგენლობას“ – თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
18:05 02-14-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
61

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოწვევას არ აპირებს. პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ ამის საჭიროებას ვერ ვხედავთ და მეორე, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის მიერ და არა ნაციონალური მოძრაობის გემოვნების და დღის წესრიგის საფუძველზე, – ამის შესახებ აღნიშნულ განცხადებაში, რომელსაც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და მისი ხელმძღვანელობის შესახებ ცილისმწამებლური გამონათქვამები მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს, ატარებენ ვიწროპოლიტიკურ, პროვოკაციულ ხასიათს, წარმოადგენენ მავნებლური დღის წესრიგის ნაწილს.

„განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ბინძური და ცილისმწამებლური კამპანია უპასუხისმგებლო და დესტრუქციული სუბიექტებისგან, რომლის მთავარი ამოცანაა ქვეყნის უსაფრთხოების საფუძვლების მორყევა და ამ მიზნით უსაფრთხოების სამსახურის, მისი უფროსის და პირადი შემადგენლობის დისკრედიტაცია.

აღნიშნული ქმედება არ არის ერთადერთი და შემთხვევითი. ეს არის ქვეყნისა და სამსახურის წინააღმდეგ მიმართული ბინძური კამპანიის სერიის გაგრძელება და ერთ-ერთი მორიგი გამოვლინება. განსაკუთრებით ყურადსაღებია, ამ სუბიექტების გააქტიურება უსაფრთხოების გარემოს მკვეთრი გაურესების ფონზე, რაც პირდაპირ შედის საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ინტერესებში, მათ შორის ჩვენი ქვეყნის, ხელისუფლების და ინსტიტუტების რეპუტაციული დაზიანების მცდელობით.

ჩვენ, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროზე ზედამხედველი კომიტეტის წევრები, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ უსაფრთხოების სამსახურს, მის ხელმძღვანელობას და პირად შემადგენლობას. სამსახურს სათავეში უდგას პატრიოტი, მაღალი კვალიფიკაციის ღირსეული პროფესიონალი, რომლის ხელმძღვანელობითაც უწყება ეფექტიანად საქმიანობს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული შიდა თუ გარე საფრთხეების პრევენციის და ნეიტრალიზაციის თვალსაზრისით. სწორედ ეს არ არის თავსებადი მავნებლების დღის წესრიგთან, რაც იწვევს მათ არაადეკვატურ ნაბიჯებს.

ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ უსაფრთხოების სამსახურთან, ვიყენებთ ზედამხედველობის სფეროში არსებულ ყველა ინსტრუმენტს და ვაცხადებთ, რომ სამსახურის და მისი ხელმძღვანელობის შესახებ ცილისმწამებლური გამონათქვამები მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს, ატარებენ ვიწროპოლიტიკურ, პროვოკაციულ ხასიათს, წარმოადგენენ მავნებლური დღის წესრიგის ნაწილს“, – აღნიშნულ განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
ახალი ამბები

სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს

16:28 10-21-2026
თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს

14:53 10-21-2026
Euromoney Markets Awards – თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია
ახალი ამბები

Euromoney Markets Awards – თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია

14:19 10-21-2026
National Geographic საქართველო ძაღლების სამყაროს საიდუმლოებებს ახალ სპეციალურ გამოცემაში გვიამბობს
ახალი ამბები

National Geographic საქართველო ძაღლების სამყაროს საიდუმლოებებს ახალ სპეციალურ გამოცემაში გვიამბობს

12:11 10-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved