ტვ პირველის ინფორმაციით, ორმხრივი სროლა იყო გვიან ღამით, ვერის სასაფლაოზე – ცეცხლი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზატორებად დასახელებული ძმების დავით და გურამ (გუგა) კაკულიების დეიდაშვილს გაუხსნეს.
მედიის ცნობით, გიორგი რუხაძე სასაფლაოს ტერიტორიაზე დაცვასთან ერთად გადაადგილდებოდა, როდესაც ჩასაფრებულმა პირმა მისი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა.
წყაროს თქმით, საპასუხო გასროლა განახორციელა რუხაძის დაცვამაც. მედია წერს, რომძმები კაკულიების ნათესავს ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ეცვა და არ დაშავებულა.
ცნობისთვის, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდება რამდენიმე დღის წინ წარუდგინეს.














კომენტარები