• რეკლამა
  • კონტაქტი
08:29, ხუთშაბათი, 18 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სპეცრაზმის ნაწილმა უარი თქვა ხალხის დარბევაზე…” – ხელისუფლებამ საწვავის ფასი დაწია, მაგრამ ხალხი მთავრობის გადადგომას მაინც ითხოვს – რა ხდება ყაზახეთში?

ალია ავტორი - ალია
01:51 01-05-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
296

აღმოსავლეთმცოდნე, რონდელის ფონდის მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი:

დღეს სერიოზული საპროტესტო ტალღა დაიწყო ჯერ დასავლეთ ყაზახეთში, შემდეგ კი მთელ ქვეყანაში.
მიზეზი საწვავზე ფასის ზრდა იყო, რასაც მოქალაქეები აპროტესტებდნენ.
ხელისუფლებამ უკან დაიხია და საწვავზე გაზრდილი ფასები დაბლა დაწია.

თუმცა, ამან ვერ შეაჩერა საპროტესტო ტალღა. უფრო მეტიც, მათი მოთხოვნები გაიზარდა – პროტესტანტები მთავრობის გადადგომას და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

რამდენიმე ადგილას მოხდა შეტაკება მომიტინგეებსა და პოლიციას შორის. ხელისუფლებამ ბევრგან ინტერნეტი გათიშა.
კრემლში შეშფოთებით ადევნებენ თვალს ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს და ამ პროტესტის უკან უკრაინის ხელს ხედავენ.
პუტინს განსაკუთრებით არ მოსწონს ხალხის სპონტანური გამოსვლები მეზობელ ქვეყნებში და ყოველთვის ეჭვობს, ხომ არ გადაედება ეს ტალღა რუსეთს.

საპროტესტო გამოსვლები კი ამ წუთებშიც გრძელდება ყაზახეთში.
ზოგადად, საინტერესოდ ვითარდება მოვლენები რუსეთის გარშემო, რასაც თავისი შედეგები ექნება მთელი რეგიონისთვის და მათ შორის, ჩვენთვისაც.

ყაზახეთის ქ.ალმათიში დაიწყო შეტაკებები ძალოვნებსა და მომიტინგეებს შორის.
პოლიცია იყენებს ცრემლსადენ გაზს. ქალაქში ისმის აფეთქებების ხმა.
თუმცა, მომიტინგეები არ იშლებიან. პირიქით, უტევენ იმ ძალოვანებს, რომლებიც ხალხზე ძალადობენ.
შეტაკებების შედეგად არიან დაშავებულები.
ცეცხლი გაუჩნდა პოლიციის მინიმუმ ერთ მანქანას.
ქ. აქთაუში სპეცდანიშნულების ნაწილებმა უარი თქვეს მოქალაქეების დარბევაზე და ხალხის მხარეს გადავიდნენ.

ყაზახეთის ყოფილ დედაქალაქ ალმათიში პროტესტანტებმა გადაკეტეს თითქმის ყველა ქუჩა.
გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ ძალიან ბევრი ხალხია გარეთ გამოსული (სხვანაირად ამდენ ქუჩებს ვერც გადაკეტავდნენ).

საპასუხოდ, ხელისუფლებამ მთელ ქალაქში გათიშა ინტერნეტი.

დღის ფოტო – ყაზახეთი დღეს:

“ალმათი ამ წუთებში – წვავენ პოლიციის მანქანებს, საიდანაც ხალხს შეუტიეს” – ყაზახეთში ხალხი საწვავის გაძვირებას სამი დღეა აპროტესტებს
თეგები: ზურაბ ბატიაშვილიყაზახეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

საქართველოს ტურიზმი: რომელი რეგიონები ხდება უფრო პოპულარული?
ახალი ამბები

საქართველოს ტურიზმი: რომელი რეგიონები ხდება უფრო პოპულარული?

20:51 12-17-2025
იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
აიხდინე საახალწლო სურვილები, მიიღე ყველაზე მაღალი შეფასება ოქროზე ექსპრეს ლომბარდში!
ახალი ამბები

აიხდინე საახალწლო სურვილები, მიიღე ყველაზე მაღალი შეფასება ოქროზე ექსპრეს ლომბარდში!

19:26 12-17-2025
გამკაცრდება თუ არა რეგულაციები მეორად საბურავებთან დაკავშირებით?!
ახალი ამბები

გამკაცრდება თუ არა რეგულაციები მეორად საბურავებთან დაკავშირებით?!

17:02 12-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved