• რეკლამა
  • კონტაქტი
06:27, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამამ მუნიციპალიტეტების საქმიანობა უფრო ეფექტიანი გახადა – აზარაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:26 09-23-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
107

საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამის განმახორციელებელ ერთ-ერთ მხარეს ადგილობრივი თვითმმართველობები და მათ სისტემაში შემავალი დაწესებულებები წარმოადგენენ. მათთან კომუნიკაციის შედეგად, გვაქვს ინფორმაცია, რომ სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამამ შესაძლებლობა მისცა, დამატებითი სამუშაო ძალის გამოყენებით, საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობა გაეზარდათ, – ასე უპასუხა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დეპუტატების კითხვას დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებით.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, დასაქმების ახალი პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივ თვითმმართველობებში, მთელი რიგი სამუშაოები შესრულდა, რაც პირდაპირ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე. მაგალითად:

• ყველა მუნიციპალიტეტში, ყოველდღიურად, სუფთავდება და წესრიგდება 550-მე საბავშვო ბაღის ეზო, 300-ზე მეტი სკვერი და პარკი, 160-ზე მეტი სპორტული მოედანი
• მთელი ქვეყნის მასშტაბით, დასუფთავდა და მოწესრიგდა 1000-ზე მეტი სასაფლაო, 200-ზე მეტი საზოგადოებრივი მნიშვნელობის შენობა-ნაგებობა, გაიწმინდა 1500 კმ.-მდე სანიაღვრე არხი
• 400-ზე მეტმა საჯარო სკოლამ და 530-ზე მეტმა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ, დამატებითი სამუშაო ძალა მიიღო დარაჯის და დამლაგებლის პოზიციაზე
• ეროვნულ სატყეო სააგენტოში დასაქმებულმა სოციალურად დაუცველმა პირებმა, აქტიური მონაწილეობა მიიღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მიმდინარე სამუშაოებში და დიდი წვლილი შეიტანეს ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაში.

რაც შეეხება, შეკითხვას, თუ როგორ ფუნქციონირებდნენ აღნიშნული უწყებები, უწყვეტად და ეფექტიანად, დასაქმების ახალი პროგრამის ამოქმედებამდე – ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, მუშახელის დეფიციტისა და შეზღუდული ფინანსური რესურსების გამო, მუნიციპალიტეტებში, რეალურად არსებობდა გამოწვევები საზოგადოებრივ სამუშაოებზე. დასაქმების ახალმა პროგრამამ კი, შესაძლებლობა მისცა მათ, საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობა გაეზარდათ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი პარლამენტში, პარტია „საქართველოსთვის“ მიწვევით, ინტერპელაციის წესით იმყოფება. ზურაბ აზარაშვილი, საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების პროგრამის შესახებ, დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

იმედინიუსი.

თეგები: ზურაბ აზარაშვილიპარლამენტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved