საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა:
“მოგეხსენებათ, სოციალურად დაუცველ თითოეულ ბავშვზე დახმარება იყო 50 ლარი დაახლოებით ორი წლის წინ, თუ არ ვცდები, გაისად კი, 2023 წლის პირველი ივლისიდან ეს თანხა 200 ლარი გახდება. თითო ბავშვზე 200 ლარს გავცემთ, რაც მნიშვნელოვანია და ამაში 65 მილიონი ლარი დაიხარჯება“.
კომენტარები