• რეკლამა
  • კონტაქტი
14:56, ხუთშაბათი, 12 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სოციალურ ქსელებში კვლავ გრძელდება ვირუსულად იმგვარი ვიდეოების გავრცელება, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს არასწორი აღქმები – ცესკო

ალია ავტორი - ალია
00:54 10-30-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,602

,,ცესკო არ ახორციელებს ვებგვერდიდან მის წაშლას და ჩანაცვლებას. ყველა ინფორმაცია რჩება ხელმისაწვდომი სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად“, – აცხადებს ცესკო და მორიგ განცხადებას ავრცელებს:

,,სოციალურ ქსელებში კვლავ გრძელდება ვირუსულად იმგვარი ვიდეოების გავრცელება, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს არასწორი აღქმები.

ჩვენ დღეს საზოგადოებას უკვე გავაცანით ინფორმაცია ხელვაჩაურის მე-16 უბნის აპარატის წინასწარი შედეგების ამონაწერის კონსოლიდაციასთან დაკავშირებით. მსგავსი შემთხვევა 2263 ტექნოლოგიური საარჩევნო უბნიდან მხოლოდ 7 შემთხვევაშია.

შეგახსენებთ, რომ ხსენებულ 7 შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ 2 ან 3 მთვლელი აპარატის ნაცვლად, განხორციელდა ერთით ნაკლები მთვლელი აპარატის ინფორმაციის კონსოლიდაცია (დაჯამება) და გამოიგზავნა ცესკოს სერვერზე, რაც დაუყოვნებლივ აიტვირთა. ამასთანავე, ყველა ტექნოლოგიურ საარჩევნო უბანზე განხორციელდა ხელით გადათვლა და შესაბამისი ოქმების განთავსება, რაც წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა მისი გაცნობის.

საკითხის იდენტიფიცირებისთანავე, შესაბამისმა კომისიებმა მყისიერად განახორციელეს ყველა მთვლელი აპარატის კონსოლიდაცია და პროცედურების დაცვით ამონაწერის გადმოგზავნა ცესკოში. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ უმაღლესი გამჭვირვალობის სტანდარტების დაცვით, ცესკო არ ახორციელებს ვებგვერდიდან მის წაშლას და ჩანაცვლებას. ყველა ინფორმაცია რჩება ხელმისაწვდომი სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად.

რაც შეეხება ანგარიშების სრულად კონსოლიდირებული საბოლოო ვერსიების დამატებით ატვირთვას, ხაზგასასმელია რომ ჩვენი პარტნიორი ვენდორი ორგანიზაციის „სმარტმატიკის“ შესაბამისი დადასტურების გარეშე, მხოლოდ ცესკო ვერავითარ მონაცემს ან ინფორმაციას ვერ შეცვლის. შესაბამისად, წინასწარი შედეგების ანგარიშებთან და ოქმებთან დაკავშირებით ყველა პროცედურა განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ორმაგი დადასტურებით, რის გამოც სრული კონსოლიდირებული ვერსიების განთავსდავენდორის მხრიდან შესაბამისი დადასტურების შემდგომ.

ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ დღეს 73 საარჩევნო ოლქში განხორციელდა წილისყრით გამოვლენილი 367 უბნის შედეგების გადათვლა. ასევე, ხვალ განხორციელდება კანონით გათვალისწინებული სხვა საარჩევნო უბნების გადათვლები. ამის შედეგად ცხადია შესაძლოა მცირედით შეიცვალოს მონაცემები, რაც მიიღება საოლქო საარჩევნო კომისიების განკარგულებით, აიტვირთება ზემოთ ნახსენები პროცედურის შესაბამისად და თავისთავად ინფორმაციაც განახლდება ცვლილებების შესაბამისად, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

მივმართავთ დაინტერესებულ პირებს, მთვლელი აპარატებიდან მიღებულ ამონაწერებთან თუ შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით ინფორმაციას გადამოწმების გარეშე ნუ გაავრცელებენ, კითხვების შემთხვევაში მათ შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ და მიიღონ კვალიფიციური და კანონისმიერი განმარტებები.“

თეგები: ცესკო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით

11:39 11-12-2026
ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია
ახალი ამბები

ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია

18:42 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved