• რეკლამა
  • კონტაქტი
08:57, კვირა, 16 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

SOS! – ვინ აიძულა ინფექციური საავადმყოფო Covid-19-ით პაციენტები აღარ მიეღო და რატომ უჩიოდა კლინიკას ტიკარაძე? – “მკრეხელობაა!”

ალია ავტორი - ალია
19:50 08-20-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კლინიკამ კორონავირუსითა და აივ/შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღებას შეაჩერა.

თენგიზ ცერცვაძე გადაწყვეტილების მიზეზად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არარსებობას ასახელებს.

“დიახ, ვადასტურებთ, რომ ჩვენ იძულებული ვიყავით, დღეიდან შეგვეწყვიტა Covid-19-ით პაციენტებისა და აივ/შიდსით სტაციონარული ავადმყოფების მიღება ელემენტარული, აუცილებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არქონის გამო. ამავე დროს, ჩვენ ამის შესახებ არაერთგზის ვაცნობეთ სამინისტროს”. – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

ექიმი ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის პოზიციასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება მას და მისი პასუხები სინამდვილეს არ შეესაბამება.

ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად თქვა, რომ ინფექციურ საავადმყოფოში მძიმე პირობების შესახებ ინფორმირებულია და სახელმწიფომ უკვე გამოყო კლინიკისთვის 40 მილიონი ლარის ღირებულების ახალი შენობას, რომელიც გარემონტებაც მსოფლიო ბანკის პროგრამის ფარგლებში იგეგმება. თენგიზ ცერცვაძე ფიქრობს, რომ ეს პროცესი შესაძლოა ერთ წელზე დიდხანს გაიწელოს და ამ პერიოდის განმავლობაში კლინიკა ვერ შეძლებს პაციენტების ადეკვატურად მომსახურებას.

ინფექციონისტი ამბობს იმასაც რომ თებერვალში ჯანდაცვის სამინისტრომ მისივე რეგულირების სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, ინფექციურ საავადმყოფოს სავალდებულო სავენტილაციო სისტემის არქონის გამო სასამართლოში უჩივლა.

“ანუ სამინისტრომ სასამართლოში გვიჩივლა იმ ხარვეზისთვის, რომელი ხარვეზის გამოსწორებას ჩვენ მანამდეც და შემდეგაც თვითონ სამინისტროს ვთხოვდით”. – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ეკატერინე ტიკარაძის განცხადება, რომ არც ჯანდაცვის და არც ეკონომიკის სამინისტროებიდან ინფექციურ საავადმყოფოს საკუთარი დივიდენდების განკარგვაზე შეფერხება არ ჰქონია, სინამდვილეს არ შეესაბამება.

ინფექციონისტი “მკრეხელობას” უწოდებს ჯანდაცვის მინისტრის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ეკატერინე ტიკარაძე სოციალური სააგენტოს ორი თვით ადრე გაფრთხილებამდე პროგრამის დატოვების გამო კანონით გათვალისწინებულ 10%-იან ჯარიმაზე საუბრობს.

“მკრეხელობაა ჩვენი აქეთ დადანაშაულება. ჩვენ პროგრამის დატოვება კი არ გვინდა, ჩვენ გვინდა, დაგვეხმარონ ამ პროგრამის შესრულებაში, ელემენტარული, მინიმალური პირობების შექმნაში”.

უკვე რა ხანია ინფექციური საავადმყოფო თავის გასაჭირზე საუბრობს და წერს, იანვარში მათ შენობიდანაც კი ყრიდნენ, კორონავირუსის გამო, როცა ხელისუფლებას ინფექციური საავადმყოფოს გამოცდილი ექიმები დასჭირდა – პირადად პრემიერი დაპირდა ახალ შენობას ინფექციურს – თუმცა, დაპირება, დაპირებად დარჩა.

მართალია, შემოდგომაზე ვირუსის ახალ ტალღას აანონსებენ და რამდენიმე ინფიცირებულის გამო, სვანეთიც ჩაკეტეს, მაგრამ ხელისუფლებამ გააუქმა კოვიდ ცენტრები, ე.წ. ცხელების ცენტრები და ახლა აიძულებს ინფექციურ კლინიას, მუშაობა შეწყვიტოს! – გამოდის, ხელისუფლებას არც ისე ეშინია კორონავირუსის და ვირუსი მხოლოდ ჩვენ სახლში გამოსაკეტად და ბიუჯეტიდან წინასაარჩევნოდ ფულის დასარიგებლად სჭირდებათ! სხვა შემთხვევაში, მომზადებას მეორე ტალღისთვის საავადმყოფოების აღჭურვით დაიწყებდნენ და არა მათი გაუქმებით.

ალია

თეგები: ეკატერინე ტიკარაძეთენგიზ ცერცვაძეინფექციური საავადმყოფო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved