“ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე:
“SOS SOS SOS
უმძიმესი ცნობები ვრცელდება – ილუზია უკრაინაში ომის შეჩერების შესახებ ილუზიად დარჩა – დღეს გამართულ ბრიფინგზე
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანემ განაცხადა ———
“ უკრაინაში ომის მეორე ეტაპი გარდაუვალია, ხოლო კონფლიქტის მე-2 ეტაპი მნიშვნელოვნად ბევრად უფრო რთული,დამანგრეველი და სისხლიანი იქნება.”
ამ ფონზე რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ფრონტის ახალ ხელმძღვანელად დანიშნა არმიის გენერალი ალექსანდრე დვორნიკოვი,რომელიც ხელმძღვანელობდა რუსეთის სპეცოპერაციას სირიაში – ისლამური ხალიფატის წინააღმდეგ ,ის ასევე ხელმძღვანელობდა გროზნოს და სირიის ქალაქ მოსულის აღების ოპერაციას
აბსოლიტურად ყველა უცხოური საინფორმაციო სააგენტო იუწყება – დღეს დაიწყო გადამწყვეტი ბრძოლა დონბასის რეგიონში
რამდენიმე წუთის წინ რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია РОССИЯ 1 – ის ეთერში,რუსეთის ხელისუფლების პოზიციის მთავარმა გამხმოვანებელმა ოლგა სკაბაევამ განაცხადა – “ დადგა დრო,რომ ოფიციალურად განვაცხადოთ – დაიწყო მე-3 მსოფლიო ომი. ამერიკელებს ნუ ექნებათ ილუზია, რომ ეს ომი იქნება რუსეთ-უკრაინის ომი, ეს აუცილებლად არის და იქნება რუსეთ-ამერიკის ომი “
სამწუხაროდ არავინ ჩანს შესაძლო კატასტროფის შემჩერებელი – კაცობრიობა საბოლოოდ გაგიჟდა “
კომენტარები