უკრაინის შსს–ს ცნობით, მარიუპოლის პორტთან რუსმა ოკუპანტებმა დომინიკის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავ სამოქალაქო ხომალდს ესროლეს და შემთხვევა ღამით მოხდა.
უწყების ცნობით, ცეცხლის გახსნას, გემზე ხანძარი მოჰყვა და ამჟამად ის იძირება. დაჭრილია ეკიპაჟის ერთი წევრი, რომელიც უკრაინელმა მესაზღვრეებმა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
გემზე ხანძრის ჩაქრობა და სამაშველო ოპერაციის გაგრძელება ვერ ხერხდება, რადგან რუსი სამხედროები ისევ ისვრიან.
კომენტარები