• რეკლამა
  • კონტაქტი
15:21, პარასკევი, 4 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სოფო ჯაფარიძე – არ არსებობს ბუნებაში ჩემი ჩართულობით გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრის რაიმე ფაქტი

ალია ავტორი - ალია
12:50 10-12-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
367

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომ სუს-ის ყოფილ უფროსთან გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრა არ ჰქონია.

მისი თქმით, ლილუაშვილთან არასდროს ჰქონია კავშირი და გავრცელებული ინფორმაცია, რომ მონაწილეობდა შეხვედრაში, რომელსაც ესწრებოდა სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, არის “დიდი ტყუილი”.

„რადგან არსებობს საზოგადოების მაღალი ინტერესი, კიდევ ერთხელ და მკაფიოდ მინდა, ვთქვა ის, რაც „ტვ ფორმულას“ ჟურნალისტს ვუთხარი: ამბავი იმის შესახებ, რომ მე ვმონაწილეობდი შეხვედრაში, რომელსაც ესწრებოდა სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, არის დიდი ტყუილი! ჩემი მონაწილეობით არ მომხდარა არათუ შეხვედრა, არამედ ჩემი მონაწილეობით არ მომხდარა რაიმე ტიპის შეხვედრის დაგეგმვაც კი.

გრიგოლ ლილუაშვილთან არასდროს არ მქონია არანაირი კავშირი, საერთოდ არც კი ვიცნობ მას და ამ საკითხზე არსებულ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავეცი „ფორმულას“ ჟურნალისტის მიერ დასმულ ყველა შეკითხვას. წყაროს გააჩნია აშკარა განზრახვა, ისრები სხვა მიმართულებით გადაიყვანოს.

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არ არსებობს ბუნებაში ჩემი ჩართულობით გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრის რაიმე ფაქტი, რადგან ასეთი არ მომხდარა“, – წერს სოფო ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

“ფორმულამ” წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ 4 ოქტომბრის ორგანიზატორების გარემოცვაში გრიგოლ ლილუაშვილს “ორმაგ აგენტად” მოიაზრებენ, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერთან, ლევან ხაბეიშვილთან ნდობაში შევიდა, 4 ოქტომბრის გეგმა შესთავაზა, სავარაუდოდ, პარალელურად კი ინფორმაციას ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აწვდიდა. მოულოდნელად კი ლილუაშვილმა ორგანიზატორებთან კომუნიკაცია გაწყვიტა. ასევე, ტელეკომპანია წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გრიგოლ ლილუაშვილთან ორი შეხვედრა შედგა, პირველად ლევან ხაბეიშვილის მონაწილეობით, ხოლო შემდეგ ხაბეიშვილი მურთაზ ზოდელავამ ჩაანაცვლა, მათივე მტკიცებით, ორივე შეხვედრას სოფო ჯაფარიძე ესწრებოდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

14:01 09-04-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved