შიდა ქართლში ეპიდემიური მდგომარეობა უარესდება. სოფელ მეტეხში, სადაც ინფიცირებული სანიტრის ოჯახის 4 წევრს ვირუსი დაუდგინდა, ეპიდემიოლოგები მუშაობენ.
სპეციალისტებს უკვე აღებული აქვთ 18 ნიმუში, რომლებიც უახლოეს საათებში ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება. სოფლის მცხოვრებლებს, ჯერჯერობით, ორკვირიანი თვითიზოლაციის რეკომენდაცია აქვთ მიღებული.
ბოლო ოთხი დღის განმავლობაში რეგიონში ვირუსის ცხრა შემთხვევაა გამოვლენილი. სოფელი, სადაც 1,200 ოჯახი ცხოვრობს, კვლევის შედეგებს ელოდება. ამ შედეგებზეა დამოკიდებული, განიხილავს თუ არა ხელისუფლებს სოფელ მეტეხის ჩაკეტვის საკითხს.
ნიუპოსტი
კომენტარები