სომხეთში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის არმან ბაბაჯანიანის მანქანა დაცხრილეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
მედიის ცნობით, შემთხვევის დროს ბაბაჯანიანი ავტომანქანაში არ იმყოფებოდა.
დაცხრილული მანქანის ფოტო სოციალური ქსელით თავად ბაბაჯანიანმა გაავრცელა.
ინციდენტი ადგილობრივი დროით 9:30 საათზე მოხდა.
შეგახსენებთ, რომ სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
კომენტარები