• რეკლამა
  • კონტაქტი
08:11, პარასკევი, 12 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სოხუმის აეროპორტის ამოქმედებას ICAO და საქართველო გვიბლოკავს – ბჟანია

ალია ავტორი - ალია
12:25 04-25-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,156

“აეროპორტის მშენებლობას, მის ამოქმედებას ICAO (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) და საქართველო გვიბლოკავს”, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა განაცხადა. ასლან ბჟანიას თქმით, მიუხედავად დაბრკოლებებისა, რუსეთი მათ გვერდით დგას.

“ორგანიზაცია საქართველოს ინიციატივით, ამ პროექტს ბლოკავს. პროექტს ბლოკავს ევროკავშირის ყველა სახელმწიფო. რა თქმა უნდა, აეროპორტი ადრე აშენდებოდა, რომ არა ასეთი დაბრკოლებები”, – განაცხადა ბჟანიამ.

როგორც ასლან ბჟანია ამბობს, სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქცია გრძელდება და პროცესში რუსეთი ეხმარება. ე.წ. პრეზიდენტის თქმით, რუსული კომპანიები, რომლებიც აფხაზეთში ფრენებს შეასრულებს, შესაძლოა, დასანქცირდნენ.

შეგახსენებთ, სოხუმის აეროპორტის აღდგენა რუსეთის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის შვილს სურს. აფხაზებმა მისი კომპანია ინვესტორად უკვე შეარჩიეს.

რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სოხუმის აეროპორტში პირველი რეისი წელს უნდა შესრულდეს. ინვესტიცია 12 მილიარდ რუბლადაა შეფასებული, საიდანაც 5.6 მლრდ რუბლი რუსეთის ფინანსური დახმარებაა.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს. ის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ოკუპირებული აფხაზეთის თავზე ცა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე ვერ გაიხსნება.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წლის აგვისტოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემას გამოეხმაურა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ აშშ სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად მიიჩნევს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved