• რეკლამა
  • კონტაქტი
07:38, კვირა, 23 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სოხუმი ახლა წარმოუდგენელ ჩიხშია…” – სანაია

ალია ავტორი - ალია
18:11 09-05-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,629
ჟურნალისტი, ვახო სანაია:
ოკუპირებულ აფხაზეთში ძალიან საინტერესო პროცესებია.
მას შემდეგ, რაც აფხაზებმა არ მისცეს საშუალება ხელისუფლებას, დაემტკიცებინა რუსული კანონი და ასევე არ მიაღებინეს კანონი აპარტამენტების შესახებ, მოსკოვმა სადამსჯელო ღონისძიებებს მიმართა.
ორი სიტყვით ამ ორ კანონზე. რუსული კანონი რაც არის, ვიცით. პირდაპირ უნდა გადმოეწერათ ის, რაც რუსეთში მოქმედებს; აპარტამენტების კანონი კი აფხაზეთში მთლიანად შეცვლიდა ამჟამინდელ დემოგრაფიულ მდგომარეობას, რადგან ათიათასობით აპარტამენტის მშენებლობა, რომლის შეძენა მხოლოდ რუსებს შეეძლებათ და არა ღარიბ აფხაზებს, რას გამოიწვევს, ძნელი მისახვედრი არაა.
,,პრეზიდენტმა” ბჟანიამ ვერ მოახერხა ამ კანონების დამტკიცება. ამის შემდეგ, აგვისტოში ის დაიბარეს მოსკოვში, სადაც პუტინის ადმინისტრაციის უფროსი კოზაკი შეხვდა.
ამ დღეებში გავრცელდა იმ შეხვედრის პროტოკოლი. შინაარსი ასეთია : ფინანსური დახმარების შეწყვეტა 1 სექტემბრიდან – ეხებათ მასწავლებლებს, ექიმებს, პოლიციელებს და ბიუჯეტზე დამოკიდებულ სხვა კატეგორიებს; ელექტროენერგია მხოლოდ კომერციულ ფასად (ზამთარი მოდის).
ფაქტობრივად მოსკოვი ბლოკადაში აქცევს ოკუპირებულ აფხაზეთს.
კოზაკი-ბჟანიას პროტოკოლში კიდევ ერთი პუნქტია. ბჟანიას უთხრეს, 20 სექტემბრამდე მოსკოვში იდოს ,,პარლამენტის” დეპუტატთა და ოპოზიციური ორგანიზაციების იმ წარმომადგენელთა გვარები, რომლებიც ხელს უშლიან რუსეთის გეგმებს აფხაზეთში – რუსეთის მოქალაქეობა უნდა ჩამოართვან.
ერთი მხრივ, მოსკოვი სჯის აფხაზურ საზოგადოებას, რომელმაც არ მისცა ბჟანიას შესაძლებლობა, პუტინის დავალებები შეესრულებინა.
მეორე მხრივ, ცალკე ბჟანიას ოპონენტებსაც სჯის.
მესამე მხრივ, ბჟანიას თითქოს მოწინააღმდეგეებს უსუსტებს, მაგრამ მასაც უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს. ბჟანიამ ისეთი ვალდებულებები აიღო პუტინის წინაშე, რაც ვერ შეასრულა – შედეგად მოსკოვთანაც მძიმედა აქვს საქმე და შიგნითაც.
მთავარი კი ისაა, რომ მოსკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში ერთდროულად ყველას ურტყამს მათრახს. თან გავითვალისწინოთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბაზები დგას და ძალა რუსეთის ხელშია.
სერიოზული კრიზისია, რადგან მოსკოვი უძლიერეს წნეხს ახორციელებს.
აი, ასეთი ,,მოკავშირეა” რუსეთი, საითაც ივანიშვილი ექაჩება ქვეყანას; აი, რამხელა საფრთხეა რუსეთზე ჩამოკიდება; თუ დასავლეთს უარს ვეუბნებით, მთლიანად რუსულ ორბიტაზე აღმოვჩნდებით, ფინანსურად და ყველანაირად, შემდეგ ივანიშვილი ყველაფერზე მოუწერს ხელს მოსკოვს – მგონი ადვილი მისახვედრია, რა ,,სუვერენიტეტზე” გვესაუბრება ,,ქართული ოცნება”.
სოხუმი ახლა წარმოუდგენელ ჩიხშია, – ფულს ვერსაიდან მიიღებს, სანაცვლოდ კი კატასტროფულ დათმობებს სთხოვენ.
თუ ივანიშვილს არ მოვიშორებთ, ენგურს აქეთ საქართველოც მაგ მდგომარეობაში აღმოჩნდება. დასავლური მხარდაჭერა, მათ შორის ფინანსური მთლიანად შეწყდება. ამას არც ამერიკა მალავს და არც ევროკავშორი. ესე იგი, ქვეყანა დარჩება რუსეთის შემყურე, რომელიც ისეთ მოთხოვნებს წამოაყენებს, რაც ქვეყნის სუვერენიტეტს მიწასთან გაასწორებს, თან არც არაფერს მოგვცემს სანაცვლოდ, რადგან საქართველოს რჩენა კი არა, თავად აწევს კატასტროფული სანქციები. აქ ბაზებს დააყენებინებს ბიძინას და რუსი ჯარისკაცების გამოკვებაც ქართველებს მოუწევთ. ასე სამ ნაწილად დაყოფილ საქართველოს მოსკოვი ცალ-ცალკე მოუღებს ბოლოს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved