საჯარო სკოლებმა სასწავლო პროცესისთვის შესაძლოა შაბათი დღეც გამოიყენონ. ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სკოლებს აქვთ სრული თავისუფლება, რომ საჭიროებიდან გამომდინარე, თავად დააორგანიზონ სასწავლო პროცესი.
“ყველა ინფორმაცია, რა ნაბიჯები გადადგა სკოლის ადმინისტრაციამ, წერილობით არის გაწერილი. სკოლებს აქვთ ინფორმაცია და აღჭურვილია ჰიგიენის სანიტარიის მიმართულებით მნიშვნელოვანი რესურსით. მათი ვალდებულებაა, აკონტროლონ მოსწავლეების სკოლაში გადაადგილება, ჰიგიენის მიმართულებით ღონისძიებების გატარება“, – განაცხადა დგებუაძემ.
1-ლი თებერვლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება.
კომენტარები