• რეკლამა
  • კონტაქტი
18:02, შაბათი, 20 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სკოლები მშობლებს “განსაკუთრებული კატეგორიის” მონაცემებზე წვდომას სთხოვენ – დეტალები

ალია ავტორი - ალია
22:03 05-22-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
180

გამოცემა ეტალონი ავრცელებს ინფორმაციას, რომ საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლების ნაწილს გადაეცათ დოკუმენტი, რომლითაც “განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების” დამუშავებაზე სთხოვენ ნებართვას.

დოკუმენტი ბიომეტრიული მონაცემების გარდა, ითხოვს მშობლისა და შვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მონაცემებს, ასევე, სოციალურ მახასიათებლებს, მისამართს, ტელეფონის ნომერს, ელექტრონული ფოსტის მისამართს.

დოკუმენტი, რომელიც მშობლებს ხელმოსაწერად გადაეცათ, ნათქვამია, რომ სკოლა, მოსწავლის კანონიერი მიზნებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია, პერსონალური მონაცემები განათლების სამინისტროს გადასცეს.

დოკუმენტის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

“თანახმა ვარ, საგანმანათლებლო მიზნებისთვის სკოლამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად პერსონალური მონაცემების დამუშავების ფარგლებში დაამუშავოს ჩემი და ჩემი შვილის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები, მათ შორის, ბიომეტრიული მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სახის გამოსახულება) ასევე, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემი (ინფორმაცია მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ), აგრეთვე სოციალური მახასიათებელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი. ასევე, თანახმა ვარ, სკოლამ პირდაპირი მარკეტინგის ფარგლებში ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მომაწოდოს სკოლის მიერ სხვადასხვა მომსახურების შემოთავაზების შესახებ.

სკოლა უფლებამოსილია სასწავლო მიზნების ფარგლებში მოახდინოს მონაცემთა შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, ფოტოგადაღება, ვიდეომონიტორინგი, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახცვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოივა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება,

სკოლა, ასევე უფლებამოსილია, ჩემი შვილის კანონიერი მიზნებიდან გამომდინარე გადასცეს პერსონალური მონაცემები საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს, მის ტერიტორიულ ორგანოებსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს.

თავის მხრივ, სკოლა იღებს ვალდებულებას, რომ არ დაუშვებს ჩემი და ჩემი შვილის პერსონალური მონაცემების სხვა მიზნით დამუშავებას, გარდა პერსონალური მონაცემების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და აღნიშნული მონაცემების დასაცავად მიიღებს შესაბამის ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომებს, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა სათანადოდ დაცვას.

ამასთან, ინფორმირებული ვარ, რომ უფლება მაქვს, მივიღო ინფორმაცია ჩემი და ჩემი შვილის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოვითხოვო მცდარი, არაზუსტი, ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება, ასევე, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება. ამ შემთხვევაში, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 დღისა, სკოლა იღებს ვალდებულებას მონაცემთა დამუშავების შეწყვეტაზე ან/და წაშლა-განადგურებაზე. აგრეთვე, უფლება მაქვს, ნებისმიერ დროს, განმარტების ან/და დასაბუთების გარეშე წერილობით გამოვიხმო წინამდებარე თანხმობა.

ასევე, სკოლა ვალდებულია, შეწყვიტოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება ჩემი მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 დღისა”.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მე-6 მუხლით განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება აკრძალულია, თუმცა ამ მუხლს გამონაკლისად დაემატა ის, რომ მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია წერილობითი თანხმობით, იმ შემთხვევაში, თუ:

“მონაცემები მუშავდება უწყებათაშორისი კოორდინაციის ინსტიტუციური მექანიზმის ფუნქციონირებისთვის − ბავშვის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის ან უსაფრთხოებისთვის ან/და ბავშვის საუკეთესო ინტერესისთვის ან მისი უფლებისთვის მიყენებული ზიანის ან მოსალოდნელი რისკების შემცველი შემთხვევის გამოვლენის ან/და მართვის მიზნებისთვის და ამ მიზნების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ კომპეტენტურ ორგანოებს (უწყებებს) შორის კოორდინაციის უზრუნველსაყოფად, ბავშვის უფლებათა კოდექსის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 84-ე მუხლის 2​1  ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში”. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved