საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ფრანგების უმრავლესობა არ ემხრობა 11 მაისის შემდგომ სკოლებში სწავლის განახლებას, რადგან შიშობენ რომ, შესაძლებელია კორონავირუსის პანდემიამ ბავშვებში იფეთქოს. ნათქვამია სოციოლოგიური სამსახური « ოდიქსას» (Odoxa) კვლევაში რომელიც 22-23 აპრილს ჩატარდა და სადაც მონაწილეობა მიიღო ათასმა კაცმა.
აღნიშნული გამოკითხვის თანახმად 67% თვლის რომ, სწავლის განახლება 11 მაისს ძალიან ცუდი იდეაა, რადგან ბავშვების ჯანმრთელობა სათანადოდ არ იქნება დაცული.
60% ფიქრობს რომ, 11 მაისს თვითიზოლაციის და სანიტარული საგანგებო მდგომარეობის დასრულება არ ხდება იმის გამო რომ, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გამოსწორდა არამედ ეს ყველაფერი გამოწვეულია ეკონომიკის კატასტროფული ვარდნით.
გამოკითხულთა 64% ამბობს რომ, ისინი შვილებს სკოლაში არ გაუშვებენ მიუხედავად საგანგებო მდგომარეობის შეცვლისა და სკოლებში სწავლის განახლებისა.
აღსანიშნავია ის გარემოებაც რომ, სოციოლოგიური კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, საფრანგეტის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა რომ, სკოლებში ბავშების გაშვება იქნება ნებაყოფილობითი და მხოლოდ ის ბავშვები დაესწრებიან გაკვეთილებს, რომელთა მშობლებიც ამას თვითონ გადაწყვეტენ- წერს საინფორმაციო სააგენტო «ფრანს პრესი»

კომენტარები