ევროკომისიის საგარეო საქმეთა პრესსპიკერი, პიტერ სტანო ქართული ოცნების მიერ ევროკავშირის ყოფილი ელჩის კარლ ჰარცელის კრიტიკის საპასუხოდ, წერს:
“საქართველო: რეფორმებისა და ევროკავშირის დღის წესრიგის შესრულება ადგილობრივი პოლიტიკოსების ამოცანაა. სხვების დადანაშაულება შენს მიერ შეუსრულებელ ამბიციებში მხოლოდ იმის დადასტურებაა, რომ უფრო მეტი დრო გჭირდებათ, რათა გაიგოთ თუ როგორ მუშაობს ევროკავშირი და ეს რეფორმები საშინაო დავალებაა. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს კარლ ჰარცელს, რომელმაც შესანიშნავად იმუშავა 4 წლის განმავლობაში საქართველო-ევროკავშირის დასაკავშირებლად.”
კომენტარები