პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია, ირაკლი ღარიბაშვილს “მარიონეტს” უწოდებს და მის გუშინდელ წერილს ასე აფასებს:
როდესაც ქვეყნის პირველი პირი მსგავსი რაღაც ეპისტოლარული ჟანრით არის დაკავებული, თან ყველას ხომ ესმის, რომ ეს სულ სხვაგან და სხვა ადამიანის მიერ დაწერილი სცენარია და ჩვეულებრივი მარიონეტია ამ სცენარში ერთ-ერთი შემსრულებელი. ასეთი ბევრი გვინახავს.
რა შეფასება უნდა გავაკეთო მე, როცა ადამიანი სხვის მიერ დაწერილ სცენარებს აქვეყნებს და არის მარიონეტი”
ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავებასთან დაკავშირებით წერილი გამოაქვეყნა. ვრცელ მიმართვაში მთავრობის მეთაური სხვადასხვა ვერსიას ავითარებს იმის შესახებ, თუ რატომ ჩამოვიდა მესამე პრეზიდენტი საქართველოში.
კომენტარები