• რეკლამა
  • კონტაქტი
11:46, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სკანდალური ფილმის პროდიუსერი დააწინაურეს – ლილუაშვილი “იმედის” დირექტორი გახდა

ალია ავტორი - ალია
14:37 09-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

ნიკა ლალიაშვილი ტელეკომპანია იმედის დირექტორად დაინიშნა. როგორც რადიო თავისუფლება იუწყება, ლალიაშვილის დირექტორის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება არხის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა 31 ივლისს მიიღეს. საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილება 6 აგვისტოთი თარიღდება.

ლალიაშვილის ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე არხის დირექტორი ელდარ მდინარაძე იყო. მდინარაძე “იმედში” გასული წლის ივლისში დაინიშნა. ის წლების წინ, “ვარდების რევოლუციამდე” ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიაში, მე-9 არხში მუშაობდა. შემდეგ კი ვანო ჩხარტიშვილის ტელეკომპანიაში, “მზეში” დირექტორის თანამდებობა ეკავა.

“იმედში” მუშაობის დროს მის სახელს უკავშირდება აგვისტოს ომის შესახებ მომზადებული ფილმი, რომელსაც “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს” ერქვა. არხის თანამშრომლები ფილმს ეთერში გასვლის შემდეგ გაემიჯნენ და აცხადებდნენ, რომ მიუღებელი იყო რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის შესახებ გამოთქმული ვერსია.

36-წუთიანი ფილმი გასული წლის 12 აგვისტოს გამოქვეყნდა და მასში რუსული პროპაგანდის კლასიკურ გზავნილებს მოიცავს, რომლის მიხედვითაც, 2008 წლის აგვისტოს ომი ქართულმა მხარემ დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი კი, უბრალოდ, იძულებული გახდა, ომში მონაწილეობა მიიღო.

ფილმი ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მედია ექსპერტების გარდა, არხზე მომუშავე ჟურნალისტებმაც გააკრიტიკეს და Facebook-ზე ერთნაირი პოსტებით გაემიჯნენ მის შინაარსს, რის შემდეგაც ფილმი Facebook-გვერდიდან წაიშალა.

უავტორო ფილმზე მაშინ პასუხისმგებლობა სწორედ ნიკა ლალიაშვილმა აიღო და თქვა, რომ ფილმის პროდიუსერი თავად იყო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:38 04-02-2026
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:21 04-02-2026
აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved