• რეკლამა
  • კონტაქტი
17:42, ოთხშაბათი, 1 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,სკანდალი ვივამედში“ – ნანა კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
21:54 07-16-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,312

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელშუ წერს:

,,სკანდალი ვივამედში

ვერავინ გაიგო ზუსტად, სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ კონკრეტულად რა გაჰქონდა ფეხსაცმლით პოლონელ ექიმს ვივამედის კლინიკიდან, ამიტომ პასუხგაუცემელია მთავარი კითხვა:

სად, რატომ და რისთვის მიჰქონდა, ან რაში უნდა გამოეყენებინა ფარულად გატანილი, პატიმარ სააჯაშვილის ბიოლოგიური მასალა?

ვინაიდან, ოფიციალურად ითქვა, რომ პოლონელი ექიმის ფეხსაცმელში სააკაშვილის ბიოლოგიური მასალის ნიმუში აღმოჩნდა, ვარაუდების გამოთქმა მაინც შესაძლებელია.

ნაცები ცდილობენ ამ სერიოზულ კითხვებს იუმორის ჟანრში უპასუხონ, მათგან ხან ის მოვისმინეთ, ვისი რა საქმეა, ვინ რას სად ჩაიდებსო, ხან ის, რომ შესაძლოა ამ კაცს ის „რაღაც“ შესვლის დროსაც ედო ფეხსაცმელშიო, ხანაც, იქნებ „დიდი ადამიანის“ ბიოლოგიური ნიმუში რელიქვიად უნდა შეენახა ან ძვირად გაეყიდაო და სხვა ათასი სისულელე.

პრობლემის იუმორში გადატანა სკანდალის მიჩქმალვის და მიფუჩეჩების ვირეშმაკული გეგმაა, თორემ ნაცებსაც მშვენივრად ესმით, რომ პატიმართან შეხვედრის წინ და შეხვედრის შემდეგ სწორედ იმიტომ იჩხრიკება ვიზიტორი, რომ არც არაფერი შეიტანოს და არც არაფერი გამოიტანოს.

საქართველოს ხელისუფლებამ პოლონეთის ელჩს მოსთხოვა ახსნა-განმარტება, მანამდე კი პოლონურმა მედიამ გაავრცელა შემდი ინფორმაცია:

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პაველ იაბლონსკიმ ვივამედში გადაღებულ ვიდეოსთან დაკავშირებით (რომელიც პოლონურმა გამოცემებმა გაავრცელეს) განაცხადა, რომ არ უნახავს და ამიტომ კომენტარს ვერ გააკეთებს.

უდავოა, რომ რადგან სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშები პოლონელმა ექიმებმა ოფიციალურად დალუქეს და გამოიტანეს კლინიკიდან, ჯიბის მაგივრად ფეხსაცმლის გამოყენების მოყვარულ იმ ერთ ექიმს ნამდვილად ამოძრავებდა არა სამედიცინო მიზნები.

ყველაზე მარტივი მოსაზრება შესაძლებელია იყოს ამ ნიმუშის დაბინძურება სააკაშვილის მეგობარი და საქართველოს მტრული ძალების სასურველი ნივთიერებით, რომლითაც შემდგომში „დაამტკიცებდნენ“, რომ „პუტინის პატიმარი“ სააკაშვილი, ნამდვილად არის მოწამლული ისეთი ნივთიერებით, რომლის კვალს რუსეთში მივყავართ.

ხომ წარმოგიდგენიათ, რა ჟივილ-ხივილი ატყდებოდა, როცა იტყოდნენ, რომ ის პოლონიუმით არის მოწამლული, მაგრამ ლონდონში მოკლული ყოფილი რუსი ჯაშუშის ლიტვინენკოსგან განსხვავებით, მისმა ორგანიზმმა გაუძლო, რადგან მიშა ზეადამიანიაო.

რატომღაც ამ სკანდალს არც საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა და არც აშშ-ს ელჩი დეგნანი, რომელიც თბილისში გარაჟების განაწილების საქმეებშიც კი ერევა, როცა ამის ინტერესი გააჩნია.

საინტეტესოა როდის გამოეხმაურებიან ამ საეჭვო ფაქტს ის 44 ევროპარლამენტარი, რომლებიც „მომაკვდავი მიშას“ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში გადაყვანას მოითხოვენ?

ჯერ, მათი მხრიდან საეჭვო დუმილია – „არსაიდან ხმა, არსით ძახილი“.

ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა იკმაროს ერთჯერადი განცხადება, ყველა დონეზე უნდა მოითხოვოს ამ ფაქტის შეფასება ჩვენი „დაუძინებელი მეგობრებისგან“.

თეგები: ნანა კაკაბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved