• რეკლამა
  • კონტაქტი
16:07, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სკანდალი საპატრიარქოში – რა ბედი ეწია “მამაოების სამმართველოს”?!

ალია ავტორი - ალია
20:34 09-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
84

რას წერდა “ალია” 4 წლის წინ

“ალია”, 2017 წელი, ავტორი ლევან ჯავახიშვილი

გთავაზობთ ნაწყვეტს 2017 წელს გამოქვეყნებული სტატიიდან, სადაც ვწერდით, რომ სასულიერო პირებს ისევ უსმენდნენ და ამით აშანტაჟებდნენ.

“ნაცმოძრაობის” მმართველობის დროს, ყველამ კარად იცის, კუდ-ში შექმნილი იყო სპეციალური სამსახური, რომელიც სასულიერო პირებისა და მათი ოჯახის წევრების მოსმენით, თვალთვალით, მათი “დავერბოვკებითა” და გადაბირებით იყო დაკავებული. მას “მამაოების სამმართველოსაც” ეძახდნენ.

იმჟამინდელი ხელისუფლება ამ ყველაფერს საბოლოოდ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა, კონკრეტული სასულიერო პირები, უმთავრეს შემთხვევაში საკუთარი ნების წინააღმდეგ, მრევლის წევრებს ცალ-ცალკე და ხშირად ამბიონიდან ქადაგებისასაც, არჩევნებში `ნაცმოძრაობის” მხარდაჭერისკენ, ხელისუფლების მორჩილებისკენ  მოუწოდებდნენ, უკრძალავდნენ  მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას. ამ რეჟიმმა 9 წელი რომ იბოგინა, ამაში ამ სასულიერო პირებს სერიოზული წვლილი მიუძღვით (ისევე, როგორც მოგვიანებით, მის დამხობაში).

“ალიას” წყარო აცხადებს, რომ ამ კომპრომატების ნაწილი ახლა კუდ-ის მემკვიდრის, სუს-ის ხელშია და სასულიერო პირთა შანტაჟი და მოსმენა კვლავაც გრძელდება.

“რასაც მოგახსენებთ, ეს ინფორმაციაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირებისგან, მათ შორის, პატრიარქთან დაახლოებული მეუფეებისგან მაქვს. ამირან მესხელმა, დათა ახალაიამ და სოსო თოფურიძემ, შსს-ში იმჟამად დასაქმებულ სხვა გარეწრებთან ერთად, ძალიან ბევრი სასულიერო პირი გადაიბირეს შანტაჟით. როცა `ნაცმოძრაობა” მოშორდა ხელისუფლებას, ყველა ფიქრობდა, ეს სიბინძურე დასრულდებოდა. თუმცა, ესენი არანაკლები გარეწრები გამოდგნენ. სუს-ი კვლავაც აგრძელებს მამაოების შანტაჟს და ახლა ცხადია, მათ `ქართული ოცნების” მხარდაჭერას სთხოვენ, აძალებენ, რომ მოახლოებულ არჩევნებზე, მრევლს შეფარულად მოუწოდონ ამ პარტიისა და მათი კანდიდატების მხარდაჭერისკენ. კუდ-ის ძველმა ხელმძღვანელობამ, მამაოებზე არსებული კომპრომატების დიდი ნაწილი დატოვა ბაზაში, ძალიან ბევრი ვიდეო და აუდიოფაილი დარჩა და დახვდა ახალ ხელისუფლებას, რასაც ახლებიც ემატება. ახლა ეს კომპრომატები ერთდროულად `ნაცმოძრაობის” დამნაშავე ლიდერებისა და სუს-ის რამდენიმე გავლენიანი თანამშრომლის ხელშია, რომელიც `ქართული ოცნების” ლიდერთა დაკვეთას ასრულებენ და ბიძინა ივანიშვილის ყურმოჭრილი მონები არიან. გამოდის, რომ ამ სასულიერო პირთა დიდი ნაწილი ერთდროულად დღევანდელი და ყოფილი ხელისუფლების შანტაჟისა და ზეწოლის ქვეშ არიან, მათ ერთდროულად სთხოვენ არჩევნებში `ქართული ოცნებისა” და `ნაცმოძრაობის” მხარდაჭერას. საპატრიარქოში ამბობენ, რომ  რამდენიმე სასულიერო პირი ამ ზეწოლას უკვე ვეღარ უძლებს და კაბის გახდას, სასულიერო საქმიანობის მიტოვებას აპირებს. ეს ამბები ამ ხელისუფლებისთვის ძალიან ცუდად დასრულდება, ქართული ეკლესიის შეურაცხყოფა ბიძინა ივანიშვილს არ შერჩება. კი, შესაძლოა, რამდენიმე სასულიერო პირს გამოუქვეყნონ კომპრომატები, ამით ეკლესიას ისედაც შელახული სახელი კიდევ უფრო გაუტყდეს, მაგრამ `ქართული ოცნება” და მისი მეპატრონე ივანიშვილი მთელ ქართულ ეკლესიას გადაიკიდებენ, ეკლესია კი წალეკავს ხელისუფლებას, მრევლი ამ საცოდავებს გადაუვლის და სარებზე წამოაგებს.

თეგები: საქართველოს პატრიარქი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved