• რეკლამა
  • კონტაქტი
05:26, პარასკევი, 24 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სჯობს ქრთამს იღებდნენ და საქმე კეთდებოდეს” – იაგო ხვიჩია

ალია ავტორი - ალია
16:45 09-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანხმად, საქართველო წვრილმანი კორუფციის დაბალი დონით ხასიათდება, თუმცა, თითქმის სრული დაუსჯელობით მაღალი დონის კორუფციის მიმართ:

“ზოგადად მთავარი პრობლემა არის, რომ ქრთამსაც არ იღებენ და ბოროტადაც სარგებლობენ თანამდებობით, ეს არის ყველაზე უარესი შემთხვევა. ამას სჯობს ქრთამი აიღონ, რადგან ქრთამი ნიშნავს საბოლოო ჯამში თავისუფლების ყიდვას და ამ თავისუფლების შედეგად ადამიანები რაღაცას აკეთებენ. შენ თუ არც ქრთამს იღებ და თანამდებობითაც ბოროტად სარგებლობ, ესე იგი, ყველაზე ცუდს აკეთებ, რადგან ადამიანებს ქრთამითაც კი არ შეუძლიათ საკუთარი მიზნების მიღწევა.

მე კორუფციას ჩემი კოლეგებისგან განსხვავებით სხვანაირად ვუყურებ, მარტივად რომ გითხრათ, კორუფცია რომ ყოფილიყო 30- იან წლებში, საქართველოს სანიმუშო შვილებს არ დავხოცავდით, ქრთამს გადავიხდიდით და გარეთ გამოვუშვებდით, ამიტომ კორუფციას მარტო ნეგატიური დატვირთვა არ აქვს, გააჩნია რა არის მეორე მხარეს.

როგორც ახლა იქცევა ბიუროკრატია, გაჩერებულია, გაყინულია და არ მოქმედებს, იდეაში ჩვენ მივდივართ უძრაობის ხანისკენ, მაგას სჯობს ქრთამს იღებდნენ და საქმე კეთდებოდეს. ეს ძალიან უცნაური შეხედულებაა, მაგრამ თუ გადახედავთ, სწორი ასეა.

კარგია რეგულირებები რომ არ იყოს, მაგრამ თუ რეგულირებებით ვტვირთავთ ქვეყანას, მაშინ სჯობს კორუფცია იყოს, რადგან რეგულირებების დაცვა ხშირად ვერ ხდება და ქვეყანა მუხრუჭდება, დამუხრუჭებას სჯობს არსებობდეს გზა განვითარებისკენ. ჩრდილოეთ კორეაში არ არის კორუფცია და არ არის კარგი ქვეყანა,”- განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე საქართველოში კორუფციული გარემო საგრძნობლად გაუარესდა, რასაც თან ერთვის ანტიკორუფციული რეფორმების თითქმის სრულად შეჩერება.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“ აღნიშნავენ კორუფციის კუთხით საქართველოში ამჟამად არსებული ვითარება ხასიათდება, „ ერთი მხრივ, წვრილმანი კორუფციის შთამბეჭდავად დაბალი დონით, თუმცა, ამავე დროს, თითქმის სრული დაუსჯელობით მაღალი დონის კორუფციის მიმართ“.

თეგები: იაგო ხვიჩია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა
ახალი ამბები

თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა

15:48 10-23-2025
თიბისის მობაილბანკი – აპლიკაცია, რომელიც მოგზაურობაში აუცილებლად გჭირდება
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკი – აპლიკაცია, რომელიც მოგზაურობაში აუცილებლად გჭირდება

14:16 10-23-2025
ახალი ამბები

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ თიბისის მხარდაჭერით AI კვლევითი კლუბი შექმნა

16:47 10-22-2025
კაფე-რესტორნებში თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზება გრძელდება
ახალი ამბები

კაფე-რესტორნებში თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზება გრძელდება

15:51 10-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved