• რეკლამა
  • კონტაქტი
12:58, კვირა, 21 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

SJC შსს-ს მოუწოდებს გამოიძიოს ვახტანგ ფიცხელაურის გატაცების და ცემის საქმე

ალია ავტორი - ალია
13:57 01-31-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
408

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ გორში აქტივისტის, ვახტანგ ფიცხელაურის გატაცებასთან და ცემასთან დაკავშირებით მოუწოდებს შსს-ს, სწრაფად, ობიექტურად და ეფექტიანად გამოიძიოს საქმე.

26 იანვარს ვახტანგ ფიცხელაურმა განაცხადა, რომ სამმა ნიღბიანმა ფურგონის საბარგულით გაიტაცა, გაძარცვა და სცემა. ფიცხელაური თავდასხმას სწორედ მისი აქტივიზმის, მათ შორის, ბოლოდროინდელ დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო ანგარიშსწორებად მიიჩნევს. შსს გამოძიებას ჯგუფური ძალადობის მუხლით აწარმოებს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, აქტივისტებზე კერძო პირების მხრიდან ორგანიზებული თავდასხმის პრაქტიკა ჩანს სხვა საქმეებთან დაკავშირებითაც.

2024 წლის გაზაფხულზე „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციებიდან დღემდე სამოქალაქო აქტივისტების/პოლიტიკოსების ცემის, ჩასაფრების და გატაცების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. ყველა შემთხვევაში ადამიანებს რამდენიმე პირისგან შემდგარი ჯგუფები უპირისპირდებოდნენ, ძალადობა უმეტესად დაზარალებულების საცხოვრებელ სახლებთან, სამუშაო ადგილებზე ან სხვა საჯარო სივრცეებში დემონსტრაციულად ხდებოდა.

ოპოზიციონერებზე და აქტივისტებზე თავდასხმის ათეულობით შემთხვევა გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლებამ სწორედ ე.წ „ტიტუშკების“ პრაქტიკა გამოიყენა. ძალადობის აღნიშნული ეპიზოდების ჩადენის დრო, სცენარები და ტაქტიკა პრაქტიკულად ემთხვეოდა ერთმანეთს და კარგად ორგანიზებულს ჰგავდა. განსაკუთრებით საეჭვო იყო ის, რომ ამ ჯგუფებმა იცოდნენ კონკრეტული პირების საცხოვრებელი მისამართები და მათი გადაადგილების ზუსტი დრო.

ცხადია, რომ ამგვარი ძალადობის წახალისებით „ქართული ოცნების“ მიზანი ოპოზიციური პოლიტიკოსებისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული აქტივისტების დაშინება და მათი წინააღმდეგობის ჩახშობაა. ასევე ნათელია, რომ ამას ოპონენტების დამცირებისა და უფრო ფართო საზოგადოების დაშინებისა და გაჩუმების ამოცანაც აქვს.

ხელისუფლების მხრიდან ძალადობრივი ჯგუფის მიმართ გამოხატული სამართლებრივი და პოლიტიკური ლოიალობა და მათი დაუსჯელობა შემაშფოთებელია და ზრდის ახალი ძალადობრივი შემთხვევების რისკებს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს:  

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს: 

  • უზრუნველყოს ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიების წარმოება ვახტანგ ფიცხელაურის მიმართ ძალადობრივი ჯგუფის წევრების მხრიდან ჩადენილი გატაცებისა და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტზე;
  • დაუყოვნებლივ უზრუნველყოს დამნაშავე პირების სწრაფი იდენტიფიცირება და  მათ მიმართ მყისიერი სამართლებრივი ზომების მიღება;
  • გამოძიების პროცესში განუხრელად დაიცვას დაზარალებულის სამართლებრივი ინტერესები.

საქართველოს პროკურატურას

  • უზრუნველყოს საქმეზე “პოლიტიკური და სხვა შეხედულების ქონის გამო” სიძულვილის მოტივის გამოკვეთა და გამოძიების პროცესის ჯეროვანი ზედამხედველობა;
  • მიმდინარე გამოძიებების ფარგლებში, შეისწავლოს პოლიტიკოსებზე და აქტივისტებზე მსგავსი თავდასხმის ორგანიზატორებსა და ჯგუფებს შორის შესაძლო კავშირები და მათი ორგანიზების, დაქირავებისა და მართვის სქემები.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ვახტანგ ფიცხელაურის ინტერესებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს და გამოძიებას მიმდინარეობის  შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად მივაწვდით“,  – აცხადებს ორგანიზაცია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved