• რეკლამა
  • კონტაქტი
06:17, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

SJC: ფარცხალაძის რუსული “ეფესბეს” გავლენით საქმიანობა კვლავაც გამოუძიებელია

ალია ავტორი - ალია
17:21 04-18-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
220

ოთარ ფარცხალაძის რუსული “ეფესბეს” გავლენით საქმიანობა კვლავაც გამოუძიებელია – ამ განცხადებას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, მაშინ, როდესაც რუსული კანონი პირველი მოსმენით დამტკიცებულია და მმართველი პარტია უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ადამიანებს მოქალაქეებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ეძებს, დღემდე გამოუძიებელი და დაუდგენელია ის სავარაუდო ქმედებები, რომლებიც ყოფილმა მთავარმა პროკურორმა და რუსეთის მოქალაქე, ოთარ ფარცხალაძემ, ქართული საზოგადოების წინააღმდეგ „ეფესბეს დავალებით“ ჩაიდინა.

არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ “რუსული გავლენების აღმოსაფხვრელად და დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს ოთარ ფარცხალაძის შესაძლო თანამშრომლობა „ეფესბესთან“, რომლის მიზანიც საქართველოში რუსული გავლენების ზრდაა”.

„რუსული კანონის“ პირველი მოსმენით მიღების პარალელურად, საქართველოს მოქალაქეებისთვის კვლავაც უცნობია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მიერ დაწყებული გამოძიების შედეგები ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიერ, უცხო ქვეყნისთვის (რუსეთისთვის) მტრულ საქმიანობაში სავარაუდო დახმარებაზე. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ფარცხალაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქცირებულ პირთა სიაში შეიყვანა „ეფესბეს“ დავალებით, ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოხდენის გამო.

მაშინ, როდესაც მმართველი პარტია უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ადამიანებს საკუთარ მოქალაქეებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ეძებს, დღემდე გამოუძიებელი და დაუდგენელია ის სავარაუდო ქმედებები, რომლებიც ყოფილმა მთავარმა პროკურორმა და რუსეთის მოქალაქე, ოთარ ფარცხალაძემ, ქართული საზოგადოების წინააღმდეგ „ეფესბეს დავალებით“ ჩაიდინა.

ყოფილი მთავარი პროკურორის დასანქცირების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მომენტიდან, სახელმწიფო უწყებები კოორდინირებულად ეხმარებოდნენ მას სანქციებისგან თავის არიდებაში. მიუხედავად საჯარო ინფორმაციისა, თითქმის 2 წლის განმავლობაში ის საქართველოს მოქალაქეობას ფლობდა უკანონოდ, ხოლო იუსტიციის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებულ უწყებებს ამ ფაქტზე რეაგირება არ ჰქონიათ. საკითხზე მოკვლევა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დააკმაყოფილა ფარცხალაძის შვილის მოთხოვნა მამისგან 12 უძრავი ნივთის საჩუქრად მიღების შესახებ.

დასანქცირებიდან 7 თვის შემდეგ, საზოგადოებისთვის მხოლოდ ის არ ის ცნობილი, რომ სუს-ის შესაბამისმა დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას. გამოძიების მსვლელობაზე კი მხოლოდ ის ვიცით, რომ ფარცხალაძე სუს-ის მიერ გამოიკითხა. თუმცა უცნობია, სხვა რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და ამ დროისთვის რა ეტაპზეა საქმე.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას და სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ნაცვლად საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების დევნისა და პარტნიორი სახელმწიფოების მიმართ მტრული რიტორიკისა, გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქვეყანაში რუსული გავლენების აღმოსაფხვრელად და დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს ოთარ ფარცხალაძის შესაძლო თანამშრომლობა „ეფესბესთან“, რომლის მიზანიც საქართველოში რუსული გავლენების ზრდაა.

ოთარ ფარცხალაძის სასარგებლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების კოორდინირებულ მუშაობაზე, ვრცლად, გაეცანით სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ მომზადებულ დოკუმენტს,” – წერია განცხადებაში. 

2023 წლის 14 სექტემბერს, აშშ-მ საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, რუს-ქართველ ოლიგარქად მოხსენიებულ ოთარ ფარცხალაძეს რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან თანამშრომლობის გამო სანქციები დაუწესა.  საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში მოხსენიებულია, როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved