• რეკლამა
  • კონტაქტი
08:28, ხუთშაბათი, 9 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

SJC: – ავტორიტარული კანონების აღსრულება ჩვენს მიმართაც დაიწყო, სასამართლოს ბრძანება ჩაგვბარდა

ალია ავტორი - ალია
00:48 06-20-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
101

ანტიკორუფციულმა ბიურომ სოციალური სამართლიანობის ცენტრის საქმიანობის შესწავლა დაიწყო.

SJC სოციალურ ქსელში წერს:

გვინდა საზოგადოებას, ჩვენს მეგობრებს, კოლეგებს, პარტნიორებს, ბენეფიციარებს ვაცნობოთ, რომ 2025 წლის 19 ივნისს სოციალური სამართლიანობის ცენტრს ჩაბარდა სასამართლოს ბრძანება, რომლითაც გვეცნობა, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ სოციალური სამართლიანობის ცენტრის საქმიანობის შესწავლა დაიწყო და ის სასამართლოსგან ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებით შეუზღუდავი ინფორმაციის მიღებას ითხოვს. მოთხოვნა შეეხება 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 10 ივნისამდე ორგანიზაციის საქმიანობის ამსახველ სრულ სამართლებრივ, ტექნიკურ და ფინანსურ მონაცემებს და, რაც ყველაზე მძიმეა, უფლებადაცვითი და იურიდიული დახმარების პირობებში ჩვენი ბენეფიციარებისთვის გაწეული მხარდაჭერის ამსახველ სრულ ინფორმაციას.

სასამართლო ჩვენგან ინფორმაციას „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ და „გრანტების შესახებ“ კანონების საფუძველზე ითხოვს (და არა უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის ე.წ. ფარა-ს საფუძველზე), თუმცა სასამართლოს მიერ მითითებული მუხლებსა და პირობებს ჩვენს საქმიანობასთან არ აქვს შემხებლობა და სრულიად არარელევანტურია (იხ. ჩვენი ვრცელი სამართლებრივი შეფასება კომენტარში).

სასამართლოს ბრძანებით, ანტიკორუფციული ბიურო ითხოვს დასახელებულ პერიოდში ყველა ტიპის ინფორმაციას და არ ადგენს შემოწმების მიზანზე დაფუძნებულ საზღვრებს და ფარგლებს. ამავდროულად, მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოუდგენლად ვრცელ მონაცემებს მოიცავს და პრაქტიკულად სახელმწიფოს სრულ და ტოტალურ კონტროლს უქვემდებარებს ჩვენს საქმიანობას. მოთხოვნილი ინფორმაცია ასევე ვრცელდება ბენეფიციარების პირად ინფორმაციაზე, ორგანიზაციულ კორესპონდენციებსა და მიმოწერებზე, რაც ჩვენს საადვოკატო და უფლებადაცვით საქმიანობაში უხეში და უკანონო ჩარევაა.

გუშინ, 18 ივნისს, ანტიკორუფციული ბიუროს ბრიფინგზე, რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ სამოქალაქო ორგანიზაციებისგან მოთხოვნილი ინფორმაცია მიმართულია გრანტების მიმღები ან პოლიტიკური აქტივობის მქონე ორგანიზაციების საქმიანობის მიზნობრიობის შესწავლისკენ და ამ პროცესში სრულად არის უზრუნველყოფილი პროფესიული და პერსონალური ინფორმაციის დაცულობა. გვსურს, ხაზგასმით განვმარტოთ, რომ ეს განცხადება დეზინფორმაციულია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაგზავნილი მოთხოვნის მსგავსად, ანტიკორუფციული ბიურო ჩვენგანაც პირდაპირ ითხოვს ბენეფიციარების პირად ინფორმაციას.

ჩვენთვის აშკარაა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ, სამართალწარმოების პროცესის დაწყება მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს და წარმოადგენს დამოუკიდებელი ორგანიზაციის საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობას და მიზნად ისახავს ჩვენს პარალიზებას და გაჩუმებას.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი არ აპირებს გაჩერებას და ამავდროულად გამოიყენებს ყველა სამართლებრივ საშუალებას, საკუთარი და სხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად. Ამასთან, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი შრომა და ბრძოლა ადამიანის უფლებების, სოციალური კეთილდღეობისა და დემოკრატიის დასაცავად გაგრძელდეს.

ამავდროულად, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი საადვოკატო და უფლებადაცვითი საქმიანობის ფარგლებში მიღებულ პროფესიულ საიდუმლოებას და არ გავამხელთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ასობით ადამიანის, მათ შორის, ქალების, ბავშვების, შშმ პირების, მშრომელების, ქვიარების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, უცხოელების, გარემოსდამცველების, პატიმრების, სასულიერო პირების პირად ცხოვრებას.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2025 წლის 17 ივნისს, ანტიკორუფციული ბიუროს წერილი გაეგზავნა სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციებსაც, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“, „საფარს“, “სამოქალაქო საზოგადოების ფონდს”, “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრს” და “საქართველოს მომავლის აკადემიას”. ჩვენ სოლიდარულები ვართ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მიმართ და მზად ვართ, მათთან ერთად ვიბრძოლოთ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისთვის.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი, დაფუძნების დღიდან იცავს ეკონომიკურად, სოციალურად და პოლიტიკურად ჩაგრული ადამიანებისა და სოციალური ჯგუფების უფლებებსა და ინტერესებს. ჩვენი ორგანიზაცია 12 წელზე მეტია აქტიურ უფლებადაცვით საქმიანობაშია ჩართული და პარალელურად ეწევა კვლევით, საგანმანათლებლო საქმიანობას და არა ერთი სოციალური მოძრაობისა და თემის მხარდამხარ იბრძოდა უფრო დემოკრატიული, სოლიდარული და ეგალიტარული საზოგადოების და სისტემების მშენებლობისთვის. ჩვენ ვიტოვებთ იმედს, რომ ავტორიტარიზმის მძიმე კონტექსტისა და რეპრესიული კანონმდებლობის მიუხედავად, გვექნება შესაძლებლობა გავაგრძელოთ ჩვენი მუშაობა და ბრძოლა სამართლიანი, თანასწორი და თავისუფალი საქართველოსთვის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved