• რეკლამა
  • კონტაქტი
20:15, სამშაბათი, 24 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სიწითლეზე ვკითხეთ მოწმეებს, სისხლი ისედაც დადასტურებულია” – რას პასუხობს დაკავებულთა ოჯახებს პროკურატურა

ალია ავტორი - ალია
17:58 02-24-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
103

თბილისში მოკლული ახალგაზრდა მასწავლებლის საქმე – დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკითხულმა მოწმეებმა განაცხადეს, რომ გიგა ავალიანი თავდასხმის შემდეგ გონზე არ მოსულა.

სასამართლოსი დაიკითხნენ პირები, რომლებმაც თავდასხმის შემდეგ გიგა ავალიანი პირველებმა ნახეს.

მკვლელობის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამის, ალექსანდრე გაბაშვილის განცხადებით, პროცესზე სამივე მოწმემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არანაირი გარეგანი დაზიანება გიგა ავალიანს არ ჰქონია. ამასთან ბრალდებულის მამა აცხადებს, რომ მოწმეები თავდაპირველი ჩვენების შეცვლას აღელვებით ხსნიან – “სამივე ამბობს, რომ აღელვებულები იყვნენ თავდაპირველი ჩვენების შემდეგ და მერე კარგად დაფიქრდნენ”.  პროკურორი კი ამბობს, რომ მოწმეებს კითხვები დაუსვეს სიწითლეზე და ამიტომ თქვეს, რომ დაზიანება არ დაუნახავთ და მისივე მტკიცებით, სისხლზე იმიტომ არ თქვეს არაფერი ჩვენებაში, რომ ეგ ისედაც ხილული იყო. პროკურატურა არ განმარტავს, რატომ გახდა საჭირო ასეთი ბუნდოვანების გაჩენა საქმეში და რა შუაში იყო სახეზე სიწითლე, ჩაბნელებულ ადგილას წაქცეული პირის, როცა მათივე მტკიცებით, ხილული იყო ჭრილობა და სისხლი.

პროკურორი, ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ მოწმეებმა ჩვენება კი არ შეცვალეს, არამედ დააზუსტეს გარკვეული გარემოებები.

სამივე მოწმემ დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოებები, რა მდგომარეობაში იყო გიგა, როდესაც მივიდნენ, ის იყო უგონო მდგომარეობაში და ის გონზე არ მოსულა. 

რაც შეეხება შეცვლას, ეს არ არის ცრუ ჩვენების მიცემა, ეს არის მოწმეების მიერ დაზუსტება გარკვეულ გარემოებებთან დაკავშირებით ვინ, როგორ აღიქვა გარკვეული მდგომარეობა. ამ საქმეში დაცვის მხარის მხრიდან ხშირად კეთდება აპელირება იმ საკითხზე, რომ თითქოს გიგა ავალიანმა თავი დაარტყა და ამით მიიღო დაზიანება. ამ საკითხს წერტილი დაუსვა სამედიცინო ექსპერტმა, კომისიურმა, სადაც მკაფიოდ, შავით თეთრზე წერია, რომ დაზიანება მიყენებულია წინა მხრიდან, მარჯვენა მხარეს და არავითარი უკანა მხრიდან მიყენებული დაზიანება კავშირში საერთოდ არაა და ცალსახად გამოირიცხა. 

მეგობრები იყვნენ შეკრებილი ეზოში, მათთვის უცნობმა პირმა დაუძახა, რომ იმყოფებოდა ადამიანი ცუდად, ეს ადამიანი იქ არ გაჩერებულა და არც დაინტერესებულა სხვა შედეგებით. როდესაც მივიდნენ ნახეს, რომ თვითონ როგორც განმარტეს, დაზიანება არ აღენიშნებოდა, დაცვის მხარე უსვამდა შეკითხვას სიწითლესთან დაკავშირებით და მოწმეებმა ასევე განმარტეს, რომ სიწითლეს არ დაკვირვებიან. რაც შეეხება ხილული დაზიანება, საიდანაც სისხლი მოსდიოდა, ან მსგავსი არ შეუმჩნევიათ, რაც ისედაც დადასტურებულია საქმეში,” – განაცხადა პროკურორმა. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მანქანის დღიურად ქირაობა თუ საბოლოო შესყიდვით? – რა შემთხვევაში რომელი სჯობს?
ახალი ამბები

მანქანის დღიურად ქირაობა თუ საბოლოო შესყიდვით? – რა შემთხვევაში რომელი სჯობს?

15:59 02-24-2026
თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის

13:51 02-24-2026
ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი

12:04 02-24-2026
სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს
ახალი ამბები

სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს

18:05 02-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved