• რეკლამა
  • კონტაქტი
18:51, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

ალია ავტორი - ალია
12:23 11-14-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
71

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ ერთ-ერთი იმ კომპანიათაგანია, რომელმაც წლების განმავლობაში, საკუთარი გამოცდილებით, პროფესიონალიზმითა და სანდოობით  ბაზარზე ლიდერი პოზიციის დაკავება შეძლო. კომპანია 2012 წელს დაფუძნდა, როგორც დასუფთავების სერვისის მიმწოდებელი და ის სხვადასხვა ორგანიზაციასა და კომპანიას ემსახურებოდა.

პრაქტიკამ და ბაზრის მოთხოვნამ ახალი გზებიგახსნა – სწორედ ასე დაიწყო ,,სითი მენეჯმენტგრუპის’’ ტრანსფორმაცია სრულფასოვან მენეჯმენტ კომპანიამდე.

„დასუფთავების იდეა ჩემს მეგობარს გაუჩნდა და ასე დავიწყეთ. პირველი გამოცდილება საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, საქმიანობა უფრო მასშტაბურად გაგვეგრძელებინა. დღეს ,,სითიმენეჯმენტ გრუპი’’ აუთსორსზე დასუფთავების მიმართულებით 50-მდე მსხვილ კომპანიას და 26 საცხოვრებელ კომპლექსს ემსახურება. უზრუნველყოფს ათასობით მაცხოვრებელს მიაწოდოს  ხარისხიანი და გამართული მომსახურება“, – ამბობს ნიკა ჯორბენაძე, ,,სითიმენეჯმენტ გრუპის’’ დამფუძნებელი.

2017 წლიდან კომპანიის საქმიანობა მნიშვნელოვნად გაფართოვდა: დასუფთავების სრულ მომსახურებას, რაც გულისხმობს ნებისმიერი ტიპის ობიექტის გენერალურ თუ რემონტის შემდგომ დალაგებას,როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირებისთვის, დაემატა საცხოვრებელი კომპლექსების მოვლის სერვისი — მათ შორის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტექნიკური მხარდაჭერა, ლიფტებისა და აუზების მომსახურება, საერთო სივრცეების მოვლა და სხვა აუცილებელისამუშაოები.

ნიკას თქმით, ,,სითი მენეჯმენტ გრუპის’’ ყველაზედიდი უპირატესობა გამოცდილებაა. „ალბათ, ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც საქართველოში საცხოვრებელი კომპლექსების მომსახურება დაიწყო.  ვფიქრობ, სანდოობა – ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა”.

მნიშვნელოვან როლს კომპანიის განვითარებაში თიბისისთან თანამშრომლობაც ასრულებს.  როგორც ნიკა ამბობს, თიბისის სახელფასო სერვისები დასაკრედიტო ხაზი დიდი კომფორტია, განსაკუთრებით იმ მხრივ, რომ უზრუნველყოფილია სტაბილური ფინანსური ციკლი – თანამშრომლებს ხელფასი დროულად ერიცხებათ, ხოლო კომპანიას შესაძლებლობა აქვს, ოპერაციული პროცესები შეუფერხებლად წარმართოს.

დღეს ,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ თბილისის მასშტაბითფართო ქსელით მუშაობს, ხოლო ბათუმში მცირე, მაგრამ მზარდი რესურსით არის წარმოდგენილი. კომპანიის მთავარი მიზანი მომავალშიც იგივე რჩება– განვითარდეს, განავითაროს მომსახურების ხარისხიდა კიდევ უფრო მეტი საცხოვრებელი კომპლექსისთვის გახდეს სანდო პარტნიორი.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved