ყოფილი პრემიერ–მინისტრი, გიორგი გახარია, პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს და წერს:
საქართველოს მთავრობის პასუხი ჩვენი პარტნიორების კრიტიკაზე ერთდროულად სულელურია და უაღრესად საშიში. ივანიშვილი მიზანმიმართულად ახდენს დაძაბულობის ესკალაციას და გეომეტრიული პროგრესიით ანადგურებს საქართველოს ურთიერთობას მის სტრატეგიულ პარტნიორებთან, რასაც ჩვენი ქვეყანა ათწლეულების განმავლობაში აშენებდა. მსგავსი საქციელი ვერც ერთი შიდა პოლიტიკური ფაქტორით ვერ აიხსნება. აშკარაა, რომ ქართული ოცნების ეს ქმედებები შთაგონებულია გარე ფაქტორებით, რომელთაც უახლოეს მომავალში ნათელი მოეფინება.
“ცრუ, რევოლუციის მხარდამჭერი” – წყვეტს თუ არა საქართველო აშშ-თან ურთიერთობას? – კობახიძის წერილი
კომენტარები