• რეკლამა
  • კონტაქტი
01:12, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სისულელა, მიხვიდე ბურჭულაძესთან და კითხო, ტყეში იარაღი ხომ არ დამარხა” – ადვოკატი

ალია ავტორი - ალია
23:31 10-10-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
338

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა რუსთავის ციხე, სადაც პაატა ბურჭულაძის დასაკითხად, საღამოს საათებში, ისე მივიდნენ, რომ პაატა ბურჭულაძის ადვოკატი არც კი გააფრთხილეს, ცოტა ხნის წინ დატოვეს.

პაატა ბურჭულაძის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით სუს-ის თანამშრომლები კითხვებს სვამდნენ იარაღზე, რომელიც მათივე მტკიცებით თბილისთან ახლოს ტყეში დამარხული იპოვეს.

 

ჩემ დაცვის ქვეშ მყოფთან, პაატა ბურჭულაძესთან იყო სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი, როგორც აგვიხსნეს საქმე ეხებოდა სადღაც ჩამარხული იარაღის ფაქტს, რასთან დაკავშირებითაც, ბუნებრივია, არავითარი ინფორმაცია პაატა ბურჭულაძეს არ აქვს. 

ამასთან, დავაფიქსირეთ გამოკითხვის ოქმში ის, რომ ის არის პოლიტიკური ტყვე, პოლიტიკური პატიმარი, მის მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, მის მიერ კანონის ფარგლებში გაკეთებული განცხადებები არის უკვე გამოყენებული მის წინააღმდეგ, შესაბამისად არსებობს რისკი, რომ ნებისმიერი ჩვენება, ან ინფორმაცია, რომელსაც იგი მისცემს, მითუმეტეს ასე დაუგეგმავად, ასე უცბად მოსვლით, შეიძლება იქნეს გამოყენებული პოლიტიკური მართლმსაჯულების პირობებში მის წინააღმდეგ, შესაბამისად ამ ეტაპზე, ჩვენების მიცემაზე ბურჭულაძემ, მათ შორის სუს-ისთვის განაცხადა უარი.

ამასთან, პროცესმა ჩაიარა მშვიდად, თანამშრომლების ქმედებები იყო კანონის შესაბამისი, პროცედურები იყო სრულად დაცული, ამ მიმართულებით ჩვენ არანაირი ჩივილები არ გვაქვს, უბრალოდ, ბუნებრივია ასე მოსვლა, ღამის საათებში, ადვოკატის გაუფრთხილებლად არის პრობლემა, რომელიც ჯერ კიდევ დგას. თუმცა მადლობა, თანამშრომლებსაც და ბატონ პაატასაც, რომელიც ამ სიტუაციაში არ დაიბნა, რომ მოვასწარი მოსვლა სანამ გამოკითხვის პროცესი დასრულდებოდა. თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, არავითარი კანონდარღვევის პოტენციალი არ შემიმჩნევია თანამშრომლებში, რისთვისაც ისინი იმსახურებენ ჩვენგან მადლობას. 

ბატონ პაატას და მე ამაზე საუბრისთვის თავისუფალი დრო არ გვქონია, თუმცა ჩემი აზრით, ეს არის იმ სპექტაკლის გაგრძელება, რომელსაც “ქართული ოცნება” ცდილობს, ისინი ცდილობენ გარკვეული პუტჩის ძიებას და შექმნეს, როგორც თავის დროზე საბჭოთა კავშირი დროს შეიქმნა ექიმების საქმე, მეგრელების საქმე და ა.შ.. ძალიან უპერსპექტივო საქმე არის მდინარაძეს მინდა ვუთხრა, არის სრული სისულელე, მასზე სიცილის გამოწვევის მეტი არაფერი არ შეუძლია – მიხვიდე პაატა ბურჭულაძესთან და კითხო ტყეში იარაღი ხომ არ დამარხა, ეს არის სისულელე წმინდაწყლის. არავითარი რელევანტურობა პაატა ბურჭულაძეს ამ საქმესთან არ აქვს. მე პირადად მგონია, რომ მეს საქმე არის შეთითხნილი, ეჭვი მეპარება, რომ რეალური იყოს, თუმცა როგორც ჩანს “ქართული ოცნების” პროპაგანდონისტული ტელევიზიები აგრძელებენ ამ პიარით კვებას, თავიანთი მომხრეების იმ ნაწილის, რომელსაც მარტივად ატყუებენ. იმედი მაქვს, რომ ყველა თავის დროზე მოეგება გონს. 

მე მაქვს ვარაუდი, რომ [ზოდელავასთანაც] იყვნენ შესულები იმიტომ, რომ რამდენიმე გამომძიებელი იმყოფებოდა და განაწილდნენ პატიმრებთან, თუმცა შინაარსი ამ დაკითხვის, მე მას არ ვესწრებოდი და ბუნებრივია არ ვიცი,” – განაცხადა შოთა თუთბერიძემ. 

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ირწმუნებიან, რომ თბილისთან ახლოს, ტყის მასივში, აღმოჩენილია საბრძოლო მასალა, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, რომელის გამოყენებითაც მდინარაძის უწყების მტკიცებით,   4 ოქტომბერს “დივერსიული აქტები უნდა განხორციელებულიყო”.

როგორც სუს- ში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა, უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით, საქართველოს მოქალაქემ, ვინმე ბ.ჭ -მ შეიძინა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი საშუალებები.

სუსს იარაღზე ბრიფინგი 5 ოქტომბერს ჰქონდა, იმავე დღესვე აცხადებდა რომ იარაღი 4 ოქტომბრისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა, 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორის დაკითხვა მაინც ასე დაგვიანებით და თან სასწრაფოდ, გვიან საღამოს, ადვოკატის გარეშე, დაუგეგმავად დაიწყო.

“ბ.ჭ.-მ იყიდა იარაღი, გადაუღო ვიდეო და ვიდეო შეინახა ტელეფონში” – სუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved