• რეკლამა
  • კონტაქტი
17:59, სამშაბათი, 14 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სისტემის მიმართ ნდობა მაინც არ არის”- ნათია მეზვრიშვილი მართლმსაჯულების რეფორმაზე

ალია ავტორი - ალია
19:25 05-22-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

ფაქტია, რომ არაერთი ცვლილების მიუხედავად, სისტემის მიმართ ნდობა მაინც არ არის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ყოველდღე, პირდაპირ თუ ირიბად მიგვანიშნებენ სასამართლო სისტემაში გავლენის ჯგუფების არსებობაზე – წერს “ფეისბუქზე” მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი.

მეზვრიშვილის აზრით, პრობლემა საფუძვლიდან უნდა მოგვარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ცვლილებებს აზრი არ აქვს:მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე საუბრისას განსაკუთრებული აქცენტი რეფორმის ფუნდამენტურ ხასიათზე უნდა გაკეთდეს, რაც შეუძლებელია აქამდე გატარებული რეფორმის ტალღების შეფასების გარეშე.

ფაქტია, რომ არაერთი ცვლილების მიუხედავად, სისტემის მიმართ ნდობა მაინც არ არის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ყოველდღე, პირდაპირ თუ ირიბად მიგვანიშნებენ სასამართლო სისტემაში გავლენის ჯგუფების არსებობაზე.

შარლ მიშელის დოკუმენტშიც აქცენტი ამბიციურ რეფორმაზეა, მათ შორის იუსტიციის საბჭოს ნაწილში.

ცალსახაა, რომ რეფორმა ვერ იქნება ფუნდამენტური, თუ უსასრულოდ გაგრძელდება მნიშვნელოვანი, თუმცა, არსებული გამოწვევების ფონზე – მეორეხარისხოვანი ცვლილებების განხორციელება და არ გადაიჭრება სისტემის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევა. იქ, სადაც პრობლემა საფუძველშია, რამდენიც არ უნდა დავაშენოთ ზედ, შედეგი ვერ იქნება და ვხედავთ, რომ არც არის.

ამიტომ, შემდგომი რეფორმირების პროცესში ყველა ცვლილების განხორციელების წინ პირველი კითხვა, რაც ყველა აქტორის მხრიდან უნდა დაისვას, არის – პასუხობს თუ არა შემოთავაზებული მოდელი მიზანს.

სხვაგვარად, შეგვიძლია უსასრულოდ გავაგრძელოთ მოჩვენებითი ცვლილებებით კმაყოფილება და ვაღიაროთ მაინც, რომ რეალური რეფორმის განხორციელება უბრალოდ არ გვინდა.” წერს ნათია მეზვრიშვილი.

შეგახსენებთ, ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩები ერთობლივ წერილში, კახა კუჭავას შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით აღებულ ვალდებულებებს ახსენებენ და მისი შესრულებისკენ მოუწოდებენ. ერთობლივ წერილში სწორედ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზეა საუბარი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

13:46 07-14-2026
ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო

16:31 07-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved