• რეკლამა
  • კონტაქტი
04:17, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სისტემა მახინჯია და არ მალავს თავის ნამდვილ, ღია რუსულ ხასიათს”– არქიმანდრიტი

ალია ავტორი - ალია
18:27 04-09-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,975
არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა:
სისტემა მახინჯია არა მხოლოდ თავისი სტრუქტურით, არამედ, უპირველესად, შინაგანი ბუნებით. იგი მაამებლურია, ფუჭი გარეგნულობითაა მოცული და არ მალავს თავის ნამდვილ, ღია რუსულ ხასიათს — მტრულს, დამონებისმოყვარეს, ბოროტის გამტარს. ეს სისტემა, მიუხედავად ქართული სახელწოდებებისა და ლოზუნგებისა, წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს ეროვნულ თვითშეგნებასა და თავისუფლების სულისთვის.
უკვე ორი საუკუნეა, რაც რუსეთი იბრძვის ქართული იდენტობის, დამოუკიდებლობისა და სულიერი ღირსების წინააღმდეგ — შეუპოვრად, დაგეგმილად, ცბიერად. დღესაც, 21-ე საუკუნეში, მისმა აგენტურმა ქსელებმა მყარად ჩაიგდეს ხელში ქვეყნის მართვის ბერკეტები. ჩვენივე თანამემამულეების მეშვეობით ხდება ბრძოლა ქართველი ადამიანის წინააღმდეგ.
სამწუხაროდ, 80-90-იანების თაობა, ჩვენი მშობლები და ბებია-ბაბუები, ბოლომდე ვერ გათავისუფლდნენ იმპერიული ლოიალობისაგან. საბჭოთა სენტიმენტები — მანეთისადმი ნოსტალგია და ილუზიური სტაბილურობის სურვილი — დღემდე ბობოქრობს მათ მეხსიერებაში. შედეგად, მათივე შთამომავლობა ან გაზარდეს დამახინჯებული იდენტობით, ან საერთოდ ვერ აღზარდეს — თაობები, რომელთაც აკლიათ მორალური ხერხემალი, შინაგანი გმირობა და მწყურვალე სული უფლისა და სიმართლისკენ.
გვჭირდება გმირები — არა ბრმა ძალით, არამედ სულის ძლიერებით მებრძოლნი, თავდადებულნი, გაუტეხელნი, გაუყიდავნი. ადამიანები, რომლებიც არ დაექვემდებარებიან დროებით სარგებელს, არ იტყვიან უარს ჭეშმარიტებაზე და არ დამალავენ სახეს, როცა სიმართლეა სათქმელი.
ღმერთო, გადმოგვხედე, რათა კვლავ აღდგეს ქართველი კაცი, როგორც თავისუფლების შვილად მოვლენილი, მახვილი გონებით, მამაცი გულითა და შეუდრეკელი სულით!
არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved