• რეკლამა
  • კონტაქტი
22:37, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სისტემა კლავს” — ქართული ოცნების ოფისთან აქცია გაიმართა

ალია ავტორი - ალია
13:25 11-27-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

დღეს ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან აქცია გაიმართა, ადგილზე მობლიზებული იყო პოლიციაც. აქტივისტებს მიტანილი ჰქონდათ რუსული რუბლი, რომელზეც გამოსახული იყო მმართველი პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, ასევე, ბანერები წარწერებით — “სახელმწიფოს მტაცებელი მკვლელი ოცნება”, “სისტემა კლავს”. ისინი ბათუმის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ მოვლენებს აპროტესტებენ.

მოძრაობა შეცვალეს აქტივისტს, ნიკა ფარულავას პარტიის ოფისთან მიტანილი ჰქონდა ქართული ოცნების მაისური, რომელიც სიმბოლურად წითელ საღებავით იყო დასვრილი. მისი თქმით, ეს მაისური რეჟიმის განსახიერებაა.

“ეს არის რეჟიმის განსახიერება უკვე ქართული ოცნების პარტიის ლოგო და ჩვენ ვიცით რამდენი ადამიანი იმსხვერპლა ქართულმა ოცნებამ საკუთარი ვიწროპოლიტიკური ინტერესების გამო. დაწყებული, მათ შორის, ლექსო ლაშქარავა, ია კერზაია, ნუგზარ ფუტკარაძე და ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს მათი მსხვერპლი მხოლოდ იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ კომფორტის ზონა და შეინარჩუნონ ძალაუფლება”, — ამბობს ფარულავა.

ნუგზარ ფუტკარაძე ნაციონალური მოძრაობიდან ახალი მოწვევის საკრებულოს წევრი იყო. ის 18 ნოემბერს გარდაიცვალა. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართულმა ოცნებამ უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო და მას მხოლოდ 16 დეპუტატი ჰყავდა, ოპოზიციას კი, გიორგი გახარიას პარტიის ჩათვლით, ჯამში 19.

ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე 18 ნოემბერს გამოძიება დაიწყო. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ნაციონალური მოძრაობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამას და შსს-ს მაღალჩინოსანს, დავით რიჟვაძეს საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე, ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლაში ადანაშაულებს. პარტიის წევრის, გიორგი კირთაძის განცხადებით, დავით რიჟვაძის დავალებით ფუტკარაძეზე ზეწოლას ყოფილი ძალოვნები ახდენდნენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ენმ-მ ბრიფინგის ჩანაწერი გაასაჯაროვა. პარტიის ცნობით, აუდიოში ორი ყოფილი მაღალჩინოსნის, ვაჟა თაბაგიძისა და ბადრი ბაკურიძის, ასევე, ნუგზარ ფუტკარაძის საუბარია ასახული. ჩანაწერებში, რომელიც On.ge-ს პარტიიდან მიაწოდეს, ისმის, რომ, სავარაუდოდ, ოპოზიციის წევრს ჩვენთვის უცხო პირები “ნეიტრალურობას” სთხოვენ — ის ამბობს, რომ ვერ გააკეთებს განცხადებას ნაციონალური მოძრაობის დატოვებაზე და სხვა ოპოზიციაში ვერ გადავა. პასუხად, კი იღებს, რომ სხვა ოპოზიციაში კი არა, “ნეიტრალურში გადავიდეს”.

წყარო: ონ.ჯი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved