• რეკლამა
  • კონტაქტი
17:50, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შედის ცვლილება… ამ პირის ვინაობის დაფარვა შესაძლებელი იქნება გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით” – გოგა ხატიაშვილი

ალია ავტორი - ალია
01:29 07-02-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
342

 იურისტი გოგა ხატიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შედის ცვლილება, რომლის თანახმად, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე იმ პირის ვინაობა, რომელიც თანამშრომლობს გამოძიებასთან, დაიფარება.

ამ პირის ვინაობის დაფარვა შესაძლებელი იქნება გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით.

ყველა მასალაში, საპროცესო დოკუმენტში ამ პირის ვინაობა იქნება დაფარული. სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხული იქნება მისი ვინაობის იდენტიფიცირება ან/და ამოცნობა.

გამოკითხვის ოქმში არ მიეთითება ამ პირის ვინაობა და მაიდენტიფიცირებელი მონაცემები.

დაცვის მხარეს მტკიცებულებები გადაეცემა იმ ფორმით, რომ შეუძლებელი იქნება ამ პირის ამოცნობა. ეს პირი მოწმედ დაიკითხება დისტანციურად ისე, რომ დაცვის მხარეს არ ექნება მისი იდენტიფიცირების ან/და ამოცნობის შესაძლებლობა.

იდენტიფიცირების შეზღუდვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უვადოდ.

ფაქტობრივად, სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება დაეყრდნოს ისეთ მტკიცებულებას, რომელიც დაცვის მხარეს არ გამოუკვლევია სათანადოდ და არ იცის ასეთი მოწმის ვინაობა, რაც არღვევს მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპს.

როგორც განმარტებით ბარათშია მითითებული, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში ჩართული პირის ვინაობის გასაჯაროების შეზღუდვა მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზანს ემსახურება, თუმცა გაუგებარია, როდესაც არსებობს დაცვის სპეციალური ღონისძიებები, რატომ არ იქნება საკმარისი მათი გამოყენება პროცესის მონაწილის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.“

თეგები: გოგა ხატიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved