ტვ პირველის ინფორმაციით ჭიკაანში მომხდარ მკვლელობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია ბრალდებული. თემურ ოთინაშვილი, რომელიც თბილისიდან კლასელების შეკრებაზე ჩავიდა, სუფრაზე მეგობარს დაუპირისპირდა. რამდენიმეწუთიანი კამათის შემდეგ, პოლიციელმა იარაღი ამოიღო და გელა გუჩმაზაშვილს გულის არეში ესროლა. დაჭრილია კიდევ ერთი პირი, რომელიც დაპირისპირებული თანაკლასელების გაშველებას ცდილობდა.
მკვლელობაში ბრალდებული სპეცრაზმელი თავად ჩაბარდა სამართალდამცველებს. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა იყო ჭიკაანში მომხდარი ანგარიშსწორების რეალური მიზეზი. ერთ-ერთი ვერსიით, მოკლულიც შეიარაღებული იყო. მოწმე, რომელიც ასევე დაჭრილია, ახლა გურჯაანის საავადმყოფოში იმყოფება და მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. მას სამი ტყვია ფეხში აქვს ნასროლი.
კომენტარები