მკვლელობა ნორიოში – “კურიერის” ინფორმაციით, სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი ურთიერთშელაპარაკება გახდა.
მოკლულია ერთი მამაკაცი, დაჭრილია კიდევ ერთი პირი. კონფლიქტში მონაწილე მხარეები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. დანაშაულში ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.
36 წლის ვანო შუბაშიშვილის ცხედარი, საკუთარ სახლში, ექსპერტიზიდან უკვე გადაასვენეს. ნათესავებს მომხდარზე საუბარი უჭირთ და ამბობენ, რომ დაკავებულს და გარდაცვლილს წლების მანძილზე მეგობრული ურთიოერთობა აკავშირებდათ.
მკვლელობა მიტოვებულ ფერმაზე მოხდა, სადაც დაკავებულმა, სავარაუდოდ, ვანო შუბაშიშვილის მიმართულებით სანადირო თოფიდან გაისროლა.
კომენტარები