• რეკლამა
  • კონტაქტი
22:21, სამშაბათი, 14 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სისხლიანი დაპირისპირება “ხარებასა” და შინჯიკაშვილის დაჯგუფებებს შორის: ერთი დაჭრილის გარდა, არიან ნაცემებიც – მედია

ალია ავტორი - ალია
12:49 01-20-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
596

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის, ზვიად ხარაზიშვილის, “ხარებას” და ვიცე-გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის დაჯგუფებებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ “პირველებისთვის” ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

 

ირკვევა, რომ ერთი დაჭრილის გარდა, არიან სასტიკად ნაცემებიც. შემთხვევა, 17 იანვარს, თბილისში მდებარე ერთ-ერთ სპორტდარბაზთან მოხდა. წყაროს ცნობით, სწორედ აქ მუშაობდა 33 წლის ჯონი მარიდაშვილი, რომელსაც ჩასაფრება მოუწყვეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.

 

ცნობისთვის, გუშინ “პირველმა” ოფიციალური დადასტურება მიიღო “ჰელსიკორიდან”, რომ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი 33 წლის მამაკაცი მათ კლინიკაშია მოთავსებული.
რაც შეეხება ორ ნაცემ პირს, ფაქტს “პირველებს” იმ კორპუსის მაცხოვრებლები უდასტურებენ, სადაც სისხლიანი ანგარიშსწორება მოხდა. მათივე თქმით, გაიგეს რამდენიმე გასროლის ხმა. კორპუსის ჩატში კი დაიწერა ისიც, რომ “ხარებას” და “შინჯიკას” დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებისას სასტიკად სცემეს ორი პირი.

 

ადგილობრივი, რომელიც “პირველებმა” ჩაწერა, ამბობს იმასაც, რომ სროლის შედეგად ეზოში მდგარი ავტომობილიც დაზიანდა.

 

მისივე თქმით, ადგილზე პოლიცია არ უნახავთ, შესაბამისად გომელაურის უწყების თანამშრომლებს დანაშაულის ადგილზე საგამოძიებო ღონისძიებები არავის ჩაუტარებია.

 

დაჭრილი ჯონი მარიდაშვილი გიორგი უბილავას ახლო გარემოცვის წევრია. უბილავა კი თავის მხრივ შინჯიკაშვილის უახლეს გარემოცვას წარმოადგენს.
ვინ არის გიორგი უბილავა?
ის არის “ოცნების” ერთ-ერთი დასაყრდენი, ქვემო ქართლის გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის დაჯგუფების წევრია. მისი სახელი ბევრ საქმეში ფიგურირებს. გავრცელებული ინფორმაციით, ის იყო ერთ-ერთი თავდამსხმელი აქციის მშვიდობიან დემონსტრანტებზე, საუბარია აპრილის მოვლენებზე, როდესაც გმირთა მოედანზე შენიღბული პირები სასტიკად გაუსწორდნენ ახალგაზრდებს.
“პირველების” ინფორმაციით, მას შემდეგ რაც მარიდაშვილი დაჭრეს, უბილავამ ქვეყანა დატოვა.

 

როგორ დაიწყო “ხარებასა” და შინჯიკაშვილს შორის დაპირისპირება?
“შაბათის ეთერს” ინფორმირებული წყარო უყვება, რომ დიდი დაპირისპირება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორ “ხარებას” და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილის დაჯგუფებებს შორის 10 ივნისს რესტორანში დაიწყო.

“შაბათის ეთერის” სკანდალური ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ სპეცრაზმელების ელიტურ ქვედანაყოფსა და ვიცე გუბერნატორის გარემოცვას შორის დაპირისპირება რესტორანში დაიწყო, რაც შემდგომში საქმეს გარჩევასა და არაფორმალების ჩართვით, ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ გაბრაზებული “ხარებას” შურისძიების შესაკავებლად გიორგი შინჯიკაშვილის მოკავშირეებმა მის სახლთან მორიგეობა დააწესესს და სოფლისკენ მიმავალი გზები ცოცხალი კედლით ჩაკეტეს.

 

“ხარება’ “შინჯიკას” ყურის მოჭრითაც კი ემუქრებოდა. მაშინ მაღალჩინოსანი ქვეყნდანაც კი წავიდა.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

13:46 07-14-2026
ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved