• რეკლამა
  • კონტაქტი
04:40, ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სისხლიანი ანგარიშსწორება მეჯვრისხევში – 47 წლის კაცმა თანაკლასელი მოკლა

ალია ავტორი - ალია
11:20 06-12-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
172

თანაკლასელის მკვლელობაში ბრალდებული 47 წლის კაცი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა – სასამართლო პროცესზე გიორგი ტერაშვილს დუმილი არ დაურღვევია.

ბრალდების მხარის თქმით, კლასელებს შორის მომხდარ სისხლიან ანგარიშსწორებას ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა.

ვიტალი ჯოჯიშვილი სანადირო თოფიდან გასროლით ყელის არეში მიყენებული ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულსა და მოკლულს შორის დაპირისპირება არაერთი პირის თანდასწრებით მოხდა. მას შემდეგ, რაც ვიტალი ჯოჯიშვილმა და გიორგი ტერაშვილმა იჩხუბეს, ბრალდებული სახლში წავიდა, მის სახელზე რეგისტრირებული თოფი აიღო და მეზობლის სახლში მყოფ მსხვერპლს ესროლა.

როგორც გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში ამბობენ, ამჟამად დაკავებულს ძალის გამოყენებით წაართვეს იარაღი და პოლიციის მოსვლამდე თავად თვითმხილველებმა დაადეს.

ბრალდებულის მხრიდან არსებობდა მტკიცებულების განადგურების, ახალი დანაშაულის, ჩადენის მიმავლის მომეტებული საფრთხე არსებობდა. ბრალდებულსა და დაზარალებულს წარსულში ერთმანეთთან კონფლიქტი ჰქონდათ. კონფლიქტი მოხდა მკვლელობის დღესაც, რის შემდეგაც ისინი ადგილზე მყოფმა პირებმა გააშველეს, ამის შემდეგ ბრალდებული წავიდა სახლში, აიღო მის სახელზე რეგისტრირებული სანადირო თოფი და უკვე დასრულებული კონფლიქტის დროს, მეზობლის სახლში მყოფ თანასოფლელს, თანაკლასელს სწორედ ამ თოფის გამოიყენებით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა.

ბრალდებული წარსულში არაერთხელ არის ნასამართლევი ძალადობრივი დანაშაულისთვის”- ამბობს პროკურორი.

დაცვის მხარე მოსამართლე დავით მაკარაძის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.

შემდეგი პროცესი 4 აგვისტოს არის ჩანიშნული. მკვლელობა სოფელ მეჯვრისხევში 2 დღის წინ მოხდა.

წყარო: ტვ პირველი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:37 10-20-2026
„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია
ახალი ამბები

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია

17:19 10-19-2026
თიბისი ემიგრანტებისთვის –
ახალი ამბები

თიბისი ემიგრანტებისთვის –

14:03 10-19-2026
თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

20:25 10-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved